ჭდე: ლაგოდეხი

ლაგოდეხში ადამიანი ცოცხლად დაიწვა

ავტობანზე ციხისძირთან ხანძარია

კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებელი გახდა, რომელიც აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის დროს 70-წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები . სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე შეძლეს.

ლაგოდეხში დამ შშმ ძმაზე იძალადა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა. საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა. მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის […]

ლაგოდეხში ჭუმბურიძეების სახლი დაიწვა

ლაგოდეხში ჭუმბურიძეების სახლი დაიწვა

ლაგოდეხში ჭუმბურიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. ხანძრის ლიკვიდაცია დროზე მოხერხდა. მთავარი

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი გიორგი ბარბაქაძე დააკავეს

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი გიორგი ბარბაქაძე დააკავეს

ტრაგედია კახეთში – ლაგოდეხში 35 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. სამი შვილის დედის გარდაცვალების მიზეზად თავდაპირველად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციამ ქალის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა მისი ყოფილი მეუღლე დააკავა. ადგილობრივებს მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, მკვლელობის საღამოს ქალი სახლში არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ქმარმა ყოფილი […]

3 შვილის დედა ნონა ჭაბაშვილი სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს

3 შვილის დედა ნონა ჭაბაშვილი სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში, 35 წლამდე ასაკის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა. ნონა ჭაბაშვილი ნაქირავებ ბინაში 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა. პრაიმ ტაიმი

ავარიის შემდეგ დაშავებული მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა

ავარიის შემდეგ დაშავებული მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 25 წლის  მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, მისმა ახლობლებმა დაადასტურეს. გოგონას ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, 28 დეკემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები […]

ლაგოდეხში ავარიაში ქალი დაშავდა

ლაგოდეხში ავარიაში ქალი დაშავდა

ახალგაზრდა ქალი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ შრომაში 28 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების […]

ლაგოდეხში მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის მ.მ. დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა , რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან […]

ლაგოდეხში დაკარგული გელა ჯიბღაშვილი სახლში დაბრუნდა

ლაგოდეხში დაკარგული გელა ჯიბღაშვილი სახლში დაბრუნდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან დაკარგული ბიჭი ნაპოვნია 14 წლის გელა ჯიბღაშვილი ოჯახში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დეიდის ინფორმაციით, როგორც მოზარდმა თქვა, თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. სოფელში კი სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდა. მისი ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინ კი ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოზარდის დედა და დეიდა გამოკითხეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ეს არ არის […]

ლაგოდეხში 14 წლის გუჯა ბეჟუაშვილს ეძებენ

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ლაგოდეხში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუჯა ბეჟუაშვილი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მოზარდის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა. იპნ