ჭდე: ლატვია

ლატვიაში რუსეთის 2 ჯაშუში დააკავეს

ლატვიაში რუსეთის 2 ჯაშუში დააკავეს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობასა და თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილები. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრდაზვერვის ოპერაციის შედეგად მოხდა ლატვიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში აღნიშნული პირების […]

ლატვია სკოლებს და მაღაზიებს ხურავს და კომენდანტის საათს აწესებს

ლატვია სკოლებს და მაღაზიებს ხურავს და კომენდანტის საათს აწესებს

ლატვიამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. არადისტანციურ რეჟიმში მხოლოდ აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები განაგრძობენ მუშაობას. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ […]

ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ქართველი ექიმისთვის ოკუპირებული ცხინვალის მიერ პატიმრობის შეფარდებას  „ტვიტერით“ ეხმაურება. ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, – წერს ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში. „მოვითხოვ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ პატიმრობა მიუსაჯა. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ […]

ლატვიაში პოლიციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღო

ლატვიაში პოლიციამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღო

ლატვიელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას, ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ოდენობის, ორი ტონა კოკაინი ამოიღეს. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. სპეოპერაციის შედეგად ლატვიის ხუთი მოქალაქე დააკავეს. ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება $1.15 მილიარდია. ის ბანანისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული. ლატვიელი სამართალდამცველების განმარტებით, კონტრაბანდული ტვირთი ეკვადორიდან არის ტრანსპორტირებული და ლატვია ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენებოდა. იმედინიუსი

დალია გრიბაუსკაიტე, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიაში ვერ გაემგზავრა

დალია გრიბაუსკაიტე, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ლატვიაში ვერ გაემგზავრა

ლიეტუვას დელეგაცია, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, ლატვიაში ვერ გაფრინდა და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის მილოცვა ვილნიუსის აეროპორტიდან მოუწია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მისივე ცნობით, ამის მიზეზი იმ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომლითაც სამთავრობო დელეგაცია რიგაში უნდა გამგზავრებულიყო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვას დელეგაციას თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მათი აეროპორტში მისვლის დროს აცნობეს. დალია გრიბაუსკაიტეს […]

საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა

საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა

რამდენიმე წუთის წინ რიგაში დასრულდა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს გუნდებს შორის. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი უფრო ადრე გაიმართა. ყაზახეთმა შინ ანდორას 4:0 მოუგო და 5 ქულა დააგროვა. საქართველოს მატჩის წინ 9 ქულა ჰქონდა და ლატვიაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. […]

საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა – ვიდეო

საქართველომ ლატვიას მოუგო და ჯგუფის ლიდერი გახდა - ვიდეო

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა. გილოცავთ! ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა “დინამო არენაზე”. ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო. რაც შეეხება “ჯვაროსნებს”, ვლადიმირ ვაისმა […]

WIZZAIR ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

WIZZAIR ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება. Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით […]

საქართველო ევროპაა!

საქართველო ევროპაა!

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ვიდეომიმართვაში ეხმაურება. _ ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდხანს ელოდით ამას. დღეიდან მეტი ევროპა იქნება საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველო ევროპაა, – განაცხადა მან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს […]