ჭდე: ლაშა შუშანაშვილი

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება

ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება

საბერძნეთში დაკავებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ლაშა შუშანაშვილს და მის ძმას, კახას საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში სდებენ ბრალს. ლაშა შუშანაშვილი სალონიკში აპრილში დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ კიდევ 14 ადამიანი აიყვანა. ამავე დაჯგუფების 17 წევრი დააპატიმრეს საფრანგეთშიც. ექსკლუზივნიუსი

ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დააკავეს

ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დააკავეს

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. „ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. […]