ჭდე: ლევან შონია

ლევან შონიას ბრალი წაუყენეს

ლევან შონიას ბრალი წაუყენეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორს ბრალი წაუყენეს. სუს-ის ინფორმაციით, ლევან შონია მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის […]

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია შეიძლება დააკავონ

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია შეიძლება დააკავონ

”კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის დაკავების გადაწყვეტილება აქვს მიღებული. გავრცელებული ცნობით, ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის ყოფილი მერისგან ცდილობს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ხმაურიანი დაკავების შემდეგ საგამოძიებო უწყება კორუფციულ გარიგებასთან ყოფილი გუბერნატორის კავშირებითაც დაინტერესდა. ლევან შონიას დაკავების მიზეზი შესაძლოა ”კურიერის” მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერი გახდეს. ირკვევა, რომ ქრთამს […]

საკუთარ კაბინეტში აფეთქებული ზვიად ლაგვილავას ოჯახი სუს-ს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს

საკუთარ კაბინეტში აფეთქებული ზვიად ლაგვილავას ოჯახი სუს-ს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს

საკუთარ კაბინეტში აფეთქებული სუს-ის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელის, ზვიად ლაგვილავას ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალში ადანაშაულებს. ზვიად ლაგვილავას დედის მტკიცებით, ვახტანგ გომელაურსა და მისი თანამშრომლებს გარდაცვლილის ოჯახის დაშინება სურთ. ზვიად ლაგვილავას ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელი შურისძიების მიზნით მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად ოჯახი სუს-ის მაღალჩინოსნებს ასახელებს და ამ დანაშაულში სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორის, ლევან […]

ეკა ხერხეულიძე – ”ანაკლიაში ბერა ივანიშვილს და კორცხელის მოვლენების მონაწილეებს გუბერნატორი ლევან შონია მასპინძლობს”

ეკა ხერხეულიძე - ”ანაკლიაში ბერა ივანიშვილს და კორცხელის მოვლენების მონაწილეებს გუბერნატორი ლევან შონია მასპინძლობს”

”კორცხელის ცნობილი მოვლენების მონაწილეები, რომელთა შორისაც რამდენიმეს გირაო აქვს შეფარდებული, არჩევნების შედეგების ძალმომრეობით შესანარჩუნებლად, ჯემფესტის დაცვაში დაასაქმეს და გასამხნევებლად ბერა ჩაიყვანეს“ – წერს ფეიბუქში ეკა ხერხეულიძე. ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კორცხელის მოვლენების მონაწილე სპორტსმენებისა და ბერა ივანიშვილის ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. როგორც მისივე პოსტიდან ირკვევა, სპორტსმენები, რომელთა ნაწილსაც, ცნობილი მოვლენების გამო, სასამართლოს მიერ გირაო […]