ჭდე: ლეილა აბაშიძე

ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ანდერძის მიხედვით ის დედის გვერდით დაიკრძალა. მანამდე მსახიობი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს. ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად […]

ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ

ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ქართული კინოს ვარსკვლავს ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ. მსახიობი 8 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.ლეგენდარული მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს. ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. მას 30-მდე კინოროლი ჰქონდა შესრულებული, მათ შორის ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა “ჭრიჭინა,” “მაია წყნეთელი,” “შეხვედრა მთაში,” “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” და სხვ.

ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეილა აბაშიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხეჩინაშვილის საავადმყოფოში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა და მდგომარეობა კრიტიკული იყო. მსახიობი 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში “ქაჯანა”. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური […]