ჭდე: ლეოგრანდი

”ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ფათიჰ იაუზის 5,6, გიორგი მიქელაძეს კი 2 წელი მიესაჯათ

”ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ფათიჰ იაუზის 5,6, გიორგი მიქელაძეს კი 2 წელი მიესაჯათ

სასტუმრო „ველმონდში“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მომხდარი ხანძრის საქმეზე დაკავებულ ფათიჰ იაუზის 5 წელი და 6 თვე, ხოლო გიორგი მიქელაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გრატიაშვილმა მიიღო. გიორგი მიქელაძესთან დაკავშირებით, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლით, რაც ნიშნავს გულგრილობას. როგორც ცნობილია, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, […]

ერთი წელი “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან – 11 გარდაცვლილის ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგეს

ერთი წელი “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან – 11 გარდაცვლილის ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი მიაგეს

სასტუმრო “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა – 11 გარდაცვლილის ხსოვნას მოქალაქეებმა პატივი სასტუმროს შესასვლელთან მიაგეს. ყოფილი “ლეოგრანდის, წლის თავზე კი სახელშეცვლილი “ბელმონდის” შესასვლელთან დღეს გარდაცვლების სულის მოსახსენიებლად მოქალაქეები მივიდნენ და სანთლები დაანთეს. ხვალ გარდაცვლილთა ახლობლები, მრევლთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდსაც გეგმავს. გასული წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილ ხანძარის შედეგად კვამლით საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქე […]

ბათუმში ყოფილი „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე დაიხურება

სასტუმრო ”ლეოგრანდის” 100% თურქეთის 2 მოქალაქეს ეკუთვნის

სასტუმრო „ველმონდი”(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება,- ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროში მყოფ ტურისტებს ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში დააბინავებენ. „დღეს ჩვეულებრივ სრულდება გადაწყვეტილება და 18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს”,- […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე დაცალეთ სასტუმრო “ლეოგრანდი”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე დაცალეთ  სასტუმრო “ლეოგრანდი”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის სესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, […]

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფათიჰ იაუზის გათავისუფლების […]

“ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ხანძრის დროს თურქეთში იყო – თეონა ფუტკარაძე მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს

"ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ხანძრის დროს თურქეთში იყო - თეონა ფუტკარაძე მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი მიქელაძე უდანაშაულოა. მათი ინფორმაციით, 24 ნოემბერს, როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, გიორგი მიქელაძე თურქეთში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც დაკავებულის მეუღლე თეონა ფუტკარაძე ამბობს, ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი მიქელაძეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასტუმრო „ლეოგრანდს“ ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ. […]

„ლეოგრანდში“ ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა

„ლეოგრანდში“ ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს შენობაში გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა და სწორედ ეს გახდა უბედურების მიზეზი. ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა. “იმედინიუსის” ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უკვე დაასრულეს მუშაობა გამომძიებლებმა და ექსპერტებმა. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი […]

ტაძარში, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულები არიან დასვენებული, პატრიარქს ელოდებიან

ტაძარში, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულები არიან დასვენებული, პატრიარქს ელოდებიან

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან. ტაძარში სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპული 5 პირია დასვენებული. ეკლესიაში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ჩაატარებს. დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგ დაკრძალავენ. ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, […]

რატომ იყო გათიშული „ლეოგრანდში“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

რატომ იყო გათიშული „ლეოგრანდში“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

 ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად გამოძიება შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხელოვნურად გათიშვას განიხილავს – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა. როგორც წყარო ამბობს, იმის გამო, რომ სტუმრებს ნომრებში სიგარეტი მოეწიათ, სასტუმროში შესაძლოა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გათიშული ყოფილიყო. ამასთან, არსებობს არაოფიციალური ინორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგედიის დღეს ბათუმს გაზი დაბალი წნევით მიეწოდებოდა, რის გამოც სასტუმროების უმეტესობაში […]

ლეოგრანდში დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო ზაურ აბულაძეა

ლეოგრანდში დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო ზაურ აბულაძეა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. “დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ ნოდარის ძე აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. თავდაცვის უწყება თანაგრძნობას უცხადებს და უსამძიმრებს 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.”- ნათქვამია […]