“ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით… შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით… ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ […]
ჭდე: ლიკა ქავჟარაძე
ლიკა ქავჟარაძის გამოფენაზე მსახიობის პორტრეტი გაიტაცეს
“არტ გალერეა ვაკეში” ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა, სადაც მსახიობის ბოლო პერიოდის ნამუშევრები იყო გამოფენილი. ლიკა ქავჟარაძე ამ დღისთვის დიდი ხანია ემზადებოდა, თუმცა მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველაფერი შეცვალა. ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზატორობით ჩატარდა. გამოფენაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთმა სტუმარმა წითელ ფურცელზე შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი გაიტაცა, რომელიც დაცვამ მალევე დააბრუნებინა. აღმოჩნდა, რომ გამტაცებელი მსახიობის თაყვანისმცემელი […]
“2 დღეა მინდა რაღაცა დავწერო და ვერ შემიძლია” – ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის, ლევან შანიძის, ემოციური პოსტი
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე ლევან შანიძე სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილ მეუღლეზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ლიკა… ლიკა… ლიკა…2 დღეა მინდა რაღაცა დავწერო და ვერ შემიძლია… (“გრამატიკოსებს” ძალიან ვთხოვ “ვერ”-ს “არ”-ზე ნუ შემისწორებთ…) მტკივა გულის ყუნწამდე და წკიპამდე და კიდევ უფრო იქით…… ამ წამს კი მომინდა სულ ის მეთქვა მხოლოდ, რომ … მე […]
,,საზოგადოება, რომელმაც ვითომ შეიყვარა მარიტა და ტალახს ესროდა ლიკას… ჩვენ მხოლოდ ლამაზ, მოკლულ ქალებს ვუთანაგრძნობთ…“
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ბაია პატარაია: “ვიფიქრე, არაფერს დავწერთქო ლიკა ქავჟარაძეზე, მაგრამ არ შემიძლია. ვეხმიანები საზოგადოებას, რომელმაც ვითომ შეიყვარა “მარიტა” და მთელი ცხოვრება ტალახს ესროდა ლიკას. არაფერი, წარმოგიდგენიათ?! არაფერი კარგი არასდროს არ გამიგია ლიკაზე. ა რ ა ს დ რ ო ს ! როცა პირველად მოვიკითხე, ვინ იყო ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, მაშინვე თავზარი […]
”რას იფიქრებდა ზაზა კოლელიშვილი, რომ ბედი სწორედ მას არგუნებდა მარიტას კუბოს აწევას!” – თამაზ ჭეიშვილის პოსტი
ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. დღეს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაკეში მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა კოლელიშვილმა გამოასვენეს
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. ლიკა ქავჟარაძე სამების ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს. მანამდე კი დღის განმავლობაში მსახიობს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და მოქალაქეებმა. ლიკა ქავჟარაძეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიკა ქავჟარაძის ვაჟის მოგონება: „პირველად, “ნატვრის ხე” რომ ვნახე, ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა”
ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 57 წლის მსახიობს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 19 ოქტომბერს კი მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. რამდენიმე წლის წინ, ჟურნალმა “ცხელი შოკოლადი” გამოაქვეყნა ჩანაწერები ლიკა ქავჟარაძეზე, რომელშიც ლიკასთან ერთად, მისი ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. გთავაზობთ ლიკა ქავჟარაძის შვილის, ლევან თაქთაქიშვილის საუბრის ეპიზოდს: – ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ […]
ბიძინა ივანიშვილმა ლიკა ქავჟარაძის ოჯახს მიუსამძიმრა
ვაკის სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაო პანაშვიდი მიმდინარეობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან, ერთად მივიდა. ივანიშვილს მედიასთანკომენტარი არ გაუკეთებია. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.