ჭდე: ლილო

ავარია ლილოში – 1 ქალი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ქალი. შემ­თხვე­ვა კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, ლი­ლოს ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცოტა ხნის წინ მოხ­და.

ავარია ლილოში – “მანქანები ლამის მაღაზიაში შევარდნენ”

ავარია ლილოში - "მანქანები ლამის მაღაზიაში შევარდნენ"

ავარია ლილოში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. არიან დაშავებულები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, “ავტომობილები ლამის მაღაზიაში შევარდნენ”. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, “მთავარი არხის” ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.

აფეთქება ლილოს დასახლებაში – გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი

აფეთქება ლილოს დასახლებაში -  გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი

ლილოს დასახლებაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 65 წლამდე ასაკის ქალი, რომელმაც შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზებული.

„ლილო მოლის“ გენდირექტორი: ასე გაგრძელება არ შეიძლება

„ლილო მოლის“ გენდირექტორი: ასე გაგრძელება არ შეიძლება

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს ხვდებიან. შეხვედრას „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელიაც დაესწრება. როგორც მან bm.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, კოვიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ „ასე გაგრძელება არ შეიძლება“. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ ბაზრობაზე მოვაჭრეებს sms-შეტყობინებები გაუგზავნა, რომლითაც აფრთხილებდნენ, რომ 18 იანვრიდან „ლილო მოლი“ წესების დაცვით გაიხსნებოდა და […]

ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ე.წ. ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ( EMC ) ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო ნაწილი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება. “თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც […]

ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართის ნაწილი დაიწვა

ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართის ნაწილი დაიწვა

ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ. დაიწვა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, როგორც კერესელიძე ამბობს, ჯერჯერობით დადგენილი არაა და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. „იყო გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, […]

ავარია ლილოში – დაიღუპა ქვეითი

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოში – დაიღუპა ქვეითად მოსიარულე პირი. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექცის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმხობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლაურა ღაჭავა: “ერეკლე კოდუა უცხოეთშია, რა შუაშია ის ჩემს საქმიანობასთან?!”

ლაურა ღაჭავა - "ზვიად ქირიას არ ვეთანხმები, აურია და ვერაფერი გავიგე"

“ჩაინა ლილო სითიში” 6 ივნისს გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. როგორც ბაზრობის მეპატრონეები აცხადებენ, ზარალი დაახლოებით 2 მილიონი ლარია. “ჩაინა ლილო სითის” მფლობელი, ლაურა ღაჭავა, ხანძრის საღამოს დივერსიას გამორიცხავდა, თუმცა ახლა საუბრობს, რომ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და არაფერია გამორიცხული. – ქალბატონო ლაურა, წინ ღამით დივერსიას გამორცხავდით. დღეს უკვე საუბრობთ, რომ ძალიან ბევრი მტრი გყავთ, ვიღაცეებს […]

ლილოში ჩინელების ბაზარი იწვის

ლილოში ჩინელების ბაზარი იწვის

ლილოში ე.წ ჩინელების დასახლებაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის. ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი სპონტანურად გამოაქვთ.

„თბილისის მიკროავტობუსი“ – ”ლილოს ავარია 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალი არ არის”

„თბილისის მიკროავტობუსი“ - ”ლილოს ავარია 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალი არ არის”

„თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა. „ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, – განაცხადეს კომპანიაში.