ჭდე: ლიონელ მესი

ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ისინი კამერებმა დააფიქსირა. ფეხბურთელებს დამცავი პირბადეები ეკეთათ და მათ მსუბუქად ივარჯიშეს. ვარჯიშზე ბარსელონას ლიდერებიც იმყოფებოდნენ, მაგალითად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი. ფეხბურთელებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და სავარჯიშო მოედანი მალე დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება ესპანეთის ჩემპიონატი, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს შესაძლოა ივნისში მოხდეს, თუ კორონავირუსის პანდემიამ […]

მესიმ საზოგადოება გაამხნევა

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ლიონელ მესი იმ ფეხბურთელების რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც კორონავირუსზე საკუთარი აზრი გამოთქვეს და მან საზოგადოება გაამხნევა. მესის აზრით ეს ვირუსი აუცილებლად გაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმში დაბრუნდება: “ყველა ვცდილობთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ეს აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსი ადვილად მოგვერევა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ფეხბურთელები გამონაკლისები არ არიან“.

მესი ერიკ აბიდალის განცხადებამ გააღიზიანა

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ბარსელონაში როგორც ჩანს განხეთქილებაა, რადგან ერიკ აბიდალმა ფეხბურთელები სახალხოდ გააკრიტიკა. აბიდალის თქმით ვალვერდეს წასვლა ფეხბურთელების ბრალი იყო, რადგან ისინი მოედანზე სათანადოდ არ იხარჯებოდნენ და ეს არც სეტიენის მოსვლის შემდეგ გამოსწორებულა. ამ განცხადებას მესიმ სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა რომ ყველაფრის ფეხბურთელებისთვის დაბრალება არ შეიძლება და ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. რამდენიმე დღის წინ მესის ჟერარ პიკესთანაც […]

პიკეს მესისთან ვარჯიშზე შელაპარაკება მოუვიდა

პიკე: ”რეალი ასეთ მსაჯობას მიჩვეული არ არის”

ესპანურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ რომ ბარსელონას ერთ-ერთ ვარჯიშზე ჟერარ პიკეს მესისთან შელაპარაკება მოუვიდა და მათ შორის ხმამაღალი საუბარი შედგა. პიკემ მესის სიზარმაცეში დასდო ბრალი და თქვა რომ არგენტინელი გუნდს დაცვაში საერთოდ არ ეხმარება, რასაც მესისგან ხმამაღალი პასუხი მოჰყვა. ეს ინფორმაცია რამდენიმე ესპანურ გამოცემაში გავრცელდა, თუმცა ფეხბურთელებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბარსელონამ […]

მესიმ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელები შეაქო

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ინტერთან მატჩზე ისაუბრა და თქვა რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით მესიმ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოყო და თქვა რომ მათ ძალიან გააზრებული და გამართული ფეხბურთი ითამაშეს: ”გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მატჩს ვუყურე, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ინტერის გამოცდილი მოთამაშეები დაჩაგრეს და მოგება დაიმსახურეს. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს”. ბარსელონამ ინტერი სტუმრად 2:1 დაამარცხა და იტალიური […]

მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო

მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო

ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეექვსედ გახდა. მესიმ ოქროს ბურთი აიღო, ხოლო მეორე ადგილზე ლივერპულის ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი გავიდა, რომელსაც მესიმ მხოლოდ მცირედით გაასწრო. დაჯილდოებაზე არ იმყოფებოდა კრიშტიანო რონალდო, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. მესიმ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც ეხმარებოდა მას და განაცხადა რომ ის მომავალშიც შეეცდება ბარსელონას ბევრი ტიტული მოუტანოს. რაც […]

მესიმ ნეიმარს მისწერა: ”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე”

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ფრანგი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა იმ მესიჯის შინაარსი რომელიც ზაფხულში მესიმ ნეიმარს ვოთსაფის საშუალებით მიწერა. მესიჯში შემდეგ რამეს ვკითხულობთ: ”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ორ წელიწადში მე წავალ და შენ ჩემს ადგილს დაიკავებ და ბარსელონას ლიდერი გახდები”. ნეიმარი არ მალავს იმას რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა, მაგრამ ზაფხულში ეს ტრანსფერი არ […]

მესი: ”ვფიქრობდი რომ ნეიმარი რეალში გადავიდოდა”

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ლიონელ მესიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ნეიმარზე ისაუბრა და თქვა რომ ნეიმარის რეალში გადასვლას არ გამორიცხავდა. მესის თქმით მან იცოდა რომ ნეიმარს პსჟ-დან წასვლა სურდა და მისთვის ბრაზილიელის სურვილი გასაგები იყო: ”ნეიმარს ახალი გამოწვევა სურდა და ვიცოდი რომ ის პსჟ-ს დატოვებას აპირებდა. როდესაც მივხვდი რომ ის ბარსელონაში არ დაბრუნდებოდა, ვიფიქრე რომ ნეიმარს რეალში ვიხილავდი, მაგრამ საბედნიეროდ ასე […]

მესი: ”ანტუან გრიზმანი ადაპტაციას გადის”

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა და თქვა რომ ფრანგი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ ადაპტაციას გადის და მის მიმართ მკაცრი შეფასებები გადამეტებულია: ”ვფიქრობ ხალხი მისგან ზედმეტად ბევრს ითხოვს, რადგან ის ვარსკვლავი, თუმცა ადაპტაცია ყველა ფეხბურთელს სჭირდება. დარწმუნებული ვარ გრიზმანი ძალიან დაგვეხმარება მომავალში. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”. ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით ვერ ამართლებს იმედებს, […]

ვან დეიკი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ფიფას დაჯილდოებაზე ლიონელ მესი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ამან ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ რომ ამ პრიზს ვირჯილ ვან დეიკი იმსახურებდა. თვითონ ვირჯილი კი სხვაგვარად ფიქრობს და მისი აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია: ”ძალიან მიხარია რომ მესიმ ეს ჯილდო მოიგო, რადგან ჩემი აზრით ის საუკეთესოა და იმსახურებს ამ წოდებას. ინდივიდუალური ჯილდოები […]