ჭდე: ლუის ენრიკე

ლუის ენრიკე – “კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს”

ლუის ენრიკე - "კვარაცხელიას დიდი მომავალი აქვს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “დიახ, ძალიან რთული მატჩი იყო. შეიძლება საბერძნეთთან მატჩზე უფრო რთულიც. საქართველო დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა რაღაც შევცვალეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან მომეწონა საქართველო. ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება, დღეს შვედეთთან თამაშზე უკეთესი იყავით, ერთი გაიტანეთ, მეტიც შეგეძლოთ. ეს გამოიწვია […]

საქართველოსთან მატჩისთვის ლუის ენრიკემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოსთან მატჩისთვის ლუის ენრიკემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 თამაშისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა: მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”), უნაი სიმონი (“ატლეტიკ ბილბაო”) მცველები: პედრო პორო (“სპორტინგი”), ერიკ გარსია (“მანჩესტერ სიტი”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), დიეგო ლორენტე (“ლიდსი”), ინიგო მარტინესი (“ატლეტიკ ბილბაო”), ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”) ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი […]

მესი – “ყველაზე მეტად გვარდიოლასთან და ლუის ენრიკესთან მუშაობა მომწონდა”

მესი - ”მინდოდა ნეიმარის დაბრუნება”

“ბარსელონას” კაპიტანმა, 6 “ოქროს ბურთის” მფლობელმა ლიონელ მესიმ La Sexta-სთან საუბარში კარიერაში საუკეთესო 2 მწვრთნელი დაასახელა. “გვარდიოლაში არის რაღაც განსაკუთრებული. პეპი საგნების სულ სხვანაირად დაგანახებს. საოცარი სანახავი იყო, როგორ ემზადებოდა მატჩებისთვის, დაცვისთვის, შეტევისთვის… ძალიან მაბედნიერებდა ლუის ენრიკესა და ხოსეპ გვარდილასთან ერთად მუშაობა, ეს ორნი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები არიან,”- განაცხადა ლეომ. სპორტალი

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. რობერტო მორენოს ლუის ენრიკე შეცვლის, რომელმაც ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. ამის მიზეზი მისი შვილის გარდაცვალება იყო, რომელიც სიმსივნეს ემსხვერპლა. ვარაუდობდნენ, რომ ლუის ენრიკე საერთოდ შეეშვებოდა მწვრთნელობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ლუის ენრიკეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და ის საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. კატალონიელი სპეციალისტი ნაკრებს სათავეში […]

ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა

ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 9 წლის ქალიშვილი ხანა გარდაიცვალა. გოგონა ბოლო 5 თვის განმავლობაში ოსტეოსარკომას (ძვლოვანი ქსოვილისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე) ებრძოდა. “ჩვენი გოგონა ხანა დღეს 9 წლის ასაკში ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას ამ ხუთი თვის განმავლობაში გამოვლენილი სიყვარულისთვის, დელიკატურობისა და […]

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ, თუმცა თვითონ ლუის ენრიკეს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ლუის ენრიკეს ბოლო გუნდი ბარსელონა იყო, სადაც მან სამი სეზონი გაატარა და 9 ტიტული მოიგო. ესპანეთის ნაკრები ხულიან ლოპიტეგიმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დატოვა და მადრიდის რეალის მწვრთნელი გახდა, რის გამოც მას […]

არსენალის ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება

არსენალის ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება

“ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ლონდონის “არსენალში“ არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ესპანელი მწვრთნელს კარგი ურთიერთობა აქვს ლონდონური კლუბის სპორტულ დირექტორთან, რომელიც მანამდე კატალონიელებთან მუშაობდა. ენრიკეს ამ პოზიციაზე დანიშვნის ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად მისი მაღალი ფინანსური მოთხოვნები სახელდება. ის ვენგერის მსგავს ანაზღაურებას მოითხოვს. 22-წლიანი სამსახურის შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი „მეთოფეებს“ […]

ლუის ენრიკე შესაძლოა ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდეს

ლუის ენრიკე შესაძლოა ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდეს

ჩელსის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს. ბოლო პერიოდში ჩელსი ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და არ არის გამორიცხული ამის გამო ანტონიო კონტე მალე თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. ინგლისურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ კონტეს ადგილს ლუის ენრიკე დაიკავებს, რომელიც ბარსელონადან წასვლის შემდეგ ამჟამად არსად მუშაობს. ჯერჯერობით თვითონ ლუის ენრიკეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, […]

ბაიერნის მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს

ბაიერნის მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლუის ენრიკე გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა ლუის ენრიკეს, თუმცა თვითონ ესპანელი სპეციალისტი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამჟამად ბაიერნი მწვრთნელის გარეშეა და მწვრთნელის მოვალეობას დროებით ვილი სანიოლი ასრულებს. პსჟ-სთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და ბაიერნი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. ყველაზე რეალურ კანდიდატად ტომას ტუჰელი სახელდება, […]

ლუის ენრიკემ შესაძლოა ჩინური კლუბი ჩაიბაროს

ლუის ენრიკემ შესაძლოა ჩინური კლუბი ჩაიბაროს

ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა ჩინეთში გააგრძელოს და შანხაის ერთ-ერთი გუნდის დამრიგებელი გახდეს. ლუის ენრიკემ ბარსელონაში სამი სეზონი გაატარა და ამ ხნის მანძილზე მან 9 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის იყო ორი ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, მაისში ლუის ენრიკემ კატალონიური გუნდი დატოვა და ამჟამად ის არცერთ კლუბში არ […]