ჭდე: მადურო

ვენესუელა – გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო

ვენესუელა - გუაიდომ მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაცია დაიწყო

ვენესუელა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროს რეჟიმისგან გასათავისუფლებელი ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ხუან გუაიდო მომხრეებთან ერთად კარაკასთან მდებარე სამხედრო ბაზასთან იმყოფება, სადაც უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. სამხედროებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველთა განცხადებით, მათ სროლის ხმაც გაიგეს. გუაიდოს გვერდით იმყოფება 70-მდე სამხედრო და გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, […]

მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს

გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს

ნიკოლას მადურო მზადაა, ვენესუელაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. როგორც მადურო ამბობს ვენესუელაში დიქტატურა არაა. სწორედ, ამიტომ 2020 წლის ნაცვლად, საპარლამენტო არჩევნების 2019 წელს ჩატარებაზე დამფუძნებელი კრება იმსჯელებს. 23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  […]

გუაიდო – ”ჯარი მალე ჩვენს მხარეზე გადმოვა”

გუაიდო - ”ჯარი მალე ჩვენს მხარეზე გადმოვა”

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ. ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი – შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის ოჯახების სარჩენად. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. სამხედროებს შორის გვაქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე […]

გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს

გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს

გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლას ზრდიან. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინა ფიტცმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვენესუელელ ხალხს უფლება აქვს თავისუფლად და […]

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადა

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი მადურო უზურპატორად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ასამბლეის თავმჯდომარის, ხუან გუაიდოს განცხადებით, კანონმდებლების ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რომელმაც მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები გადაიბარა. მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოლას მადურომ ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო. აშშ და დანარჩენი 13 ქვეყანა […]

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს – ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი – ვიდეო

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს - ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი - ვიდეო

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. ამ დროს მადურო სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მადურო და არც ტრიბუნაზე მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან. დაჭრილია ეროვნული გვარდიის 7 ჯარისკაცი. თავდასხმაში მადურომ კოლუმბიის ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ერთი დრონი მისკენ მიფრინავდა, თუმცა იგი […]