ჭდე: მაია რჩეულიშვილი

მაია რჩეულიშვილი ციხიდან გამოვიდა

მაია რჩეულიშვილი ციხიდან გამოვიდა

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმება კი „მიონის“ ეპიზოდზე მოხდა. ცნობისთვის, […]

მაია რჩეულიშვილი ციხიდან გამოდის

მაია რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, მაგრამ გასათავისუფლებლად დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

„ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს. მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო […]

“მაია რჩეულიშვილის ციხიდან გამოშვებას წინ არაფერი უდგას” – ადვოკატი ბასილაია

მაია რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, მაგრამ გასათავისუფლებლად დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულის, რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ინტერესთა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სახსრებიდან არაფერი იხარჯება და ყველა ხარჯს „ცენტრ პოინტი“ საკუთარი ქონებიდან ანაზღაურებს. „სამმხრივი მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარეობს ინვესტორებს, მერიასა და „ცენტრ პოინტს“ შორის, ბოლოშია გასული – მემორანდუმი, კონტრაქტები გაფორმებულია. ეს ყველაფერი ემსახურება რამდენიმე ათასი დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილებას. ყველა პროცედურა ლეგალურია და სახელმწიფო […]

მაია რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, მაგრამ გასათავისუფლებლად დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

მაია რჩეულიშვილს ამნისტია შეეხო, მაგრამ გასათავისუფლებლად დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას. ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, […]

ნინო დარასელი – “მარგველაშვილს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის შეწყალება სურდა”

ნინო დარასელი - "მარგველაშვილს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის შეწყალება სურდა"

ჟურნალისტი ნინო დარასელი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პოლიციელის მკვლელის შეწყალებას ეხმაურება და facebook-ზე წერს, რომ მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად იყო ცენტრ პოინტის დამფუძნებლების- მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის შესაწყალებლად, რაზეც უარი თავად ოჯახმა თქვა. „პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავად შემოგვთავაზა რუსოს და მაიას შეწყალება და უარი ვუთხარით. დიდი მადლიერების მიუხედავად, ვთვლიდით, რომ რადგან არსებობენ დაზარალებულები, სანამ საქმე მთლიანად არ მოგვარდება, არ დაიწყება შენება და […]

მარინე ცუცქირიძე – ”მაია რჩეულიშვილი ისევ ციხის საავადმყოფოშია”

მარინე ცუცქირიძე - ”მაია რჩეულიშვილი ისევ ციხის საავადმყოფოშია”

“ცენტრ პოინტის” საქმის “მიონის” ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია დამნაშავედ სცნო. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. “ახალი თაობა” მაია რჩეულიშვილის ადვოკატ მარინე ცუცქირიძეს ესაუბრა. – ქალბატონო მარინე, მაია რჩეულიშვილის ადვოკატები ოჯახთან ერთად საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობდით და მაიას და […]

მაია რჩეულიშვილს 7 წელი მიუსაჯეს

მაია რჩეულიშვილს 7 წელი მიუსაჯეს

“ცენტრ პოინტის” საქმის მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელი პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით […]

მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა

მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა

„ცენტრ პოინტის” საქმეზე „მიონის” ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ არ გამოცხადდა. სასამართლოზე წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაია რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო გასული სხდომაც, სადაც რჩეულიშვილს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა. აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია ქეთევან ჟორდანიაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული. დღევანდელ […]

“მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხიდან უახლოეს მომავალში გამოვლენ”

"მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ციხიდან უახლოეს მომავალში გამოვლენ"

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან – მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. რაც შეეხება „M2“-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. „მიწის […]

გუკა რჩეულიშვილი შეიძლება ისევ დაიჭირონ

გუკა რჩეულიშვილი შეიძლება ისევ დაიჭირონ

თუკი 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე სასამართლო განხილვების 2- წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის […]