ჭდე: მალხაზ კობაური

რაიან სმიტის დედამ მალხაზ კობაურს დანაშაული აპატია

რაიან სმიტის დედამ მალხაზ კობაურს დანაშაული აპატია

ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში, ჩადენილ დანაშაულს პატიობს. წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. 6-გვერდიან წერილში მოკლული რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ემოციურად […]

მალხაზ კობაური – ”თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ სურათი მკვლელების გადაღებულია” – მწყემსი სმიტების ოჯახის მკვლელობას უარყოფს

მალხაზ კობაური - ”რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში... მერე თავში ვესროლე” - რუსთავი 2-მა მწყემსის დაკითხვის კადრები აჩვენა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაური დუმილს არღვევს და სასტიკი დანაშაულის დეტალებს ჰყვება. როგორც კობაურმა “მთავარს” უთხრა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და „სურათები არის მკვლელების გადაღებული“. “რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიანისა და მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას, რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. […]

მალხაზ კობაური – ”ნუ მირტყამ-თქო, რომ ვუთხარი, წიხლი დამარტყა და სკამიდან გადამაყირავა”

მალხაზ კობაური - ”რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში... მერე თავში ვესროლე” - რუსთავი 2-მა მწყემსის დაკითხვის კადრები აჩვენა

მალხაზ კობაურმა, რომელსაც სმიტების ოჯახის დახოცვისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა, სასამართლო ძიების პროცესში პრაიმ ტაიმს ადვოკატის მეშვეობით წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია: „მითხრეს, ნუ გეშინია, სიმართლე თქვიო. განყოფილებაში შემოიყვანეს, ოთახში დამსვეს სკამზე და დამადეს ბორკილი. შემოდის ზაზა მიხაკიშვილი (პოლიციის თანამშრომელი) და მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუბნება, რომ მომეყოლა სიმართლე. ვუთხარი, სიმართლე, რომ გითხრათ ოჯახს დამიხოცავენთქო. ვუთხარი პოლიცია დააყენეთ […]

„სასჯელი სამართლიანია“ – აშშ-ის კონსული მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებაზე

„სასჯელი სამართლიანია“ - აშშ-ის კონსული მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებაზე

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმე – ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის ჯენეთ რებერის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო: „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. […]

მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მალხაზ კობაური - ”რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში... მერე თავში ვესროლე” - რუსთავი 2-მა მწყემსის დაკითხვის კადრები აჩვენა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ორი დღის წინ მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს. ბრალდების მხარე სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

მალხაზ კობაური დამნაშავეა – ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს

მალხაზ კობაური დამნაშავეა - ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის […]

მალხაზ კობაური – ”რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში… მერე თავში ვესროლე” – რუსთავი 2-მა მწყემსის დაკითხვის კადრები აჩვენა

მალხაზ კობაური - ”რომ დავუმიზნე, მიტრიალდა და მაგ დროს ვესროლე ბეჭებში... მერე თავში ვესროლე” - რუსთავი 2-მა მწყემსის დაკითხვის კადრები აჩვენა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება – მალხაზ კობაურმა გამომძიებელთან მოყვა, თუ როგორ შეხვდა მთაში ჩასულ ამერიკელ ოჯახს, რატომ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი. ვიდეოკადრების მიხედვით, ახალგაზრდა მწყემსი სამართალდამცველებთან დაკითხვისას აღიარებს, როგორ მოკლა რაიან სმიტი და ატირებული ბავშვი. „მერე რომ დაღამდა, მელანდებოდა ბავშვის წივილისაც, დედის წივილისაც, კაცისაცა და უნდა მეთქვა რა, და ვერა ვბედავდი. […]

მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა – პროკურატურა მას ლორა სმიტის გაუპატიურებასაც ედავება

მკვლელობამდე მალხაზ კობაური ლორა სმიტს უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა - ადგილობრივები მწყემსის ჩაქოლვას აპირებდნენ

2018 წლის 4 ივლისს, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მთავარი საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, გამოძიების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა […]

“მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა გამომძიებელმა დაავალა”

სმიტების ოჯახის მლვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა. „კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი გამოძიების ეტაპზე, გიპასუხებთ, რომ თავად გამომძიებელმა დაავალა, რომ მოეძებნა იმ ტერიტორიაზე, სადაც კობაურმა მიუთითა, რომ განხორციელდა დანაშაული. შესაბამისად მან მოიძია გვამები. ამასთან, ალექსანდრე […]

მალხაზ კობაურის ადვოკატი – “სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით”

მალხაზ კობაურის ადვოკატი - "სმიტების 4 წლის შვილის მიმართ 3-4 გასროლაა განხორციელებული, დაზიანებები კი მიყენებულია სხვადასხვა ტრაექტორიით"

გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს […]