ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში რჩება

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დიდი ალბათობით მანჩესტერ იუნაიტედში დარჩება და გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ეს კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და პოგბა კვლავინდებურად მანჩესტერის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დარჩება. წლევანდელი სეზონის დიდი ნაწილი პოგბამ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა როგორც ჩანს მანჩესტერში მაინც აქვთ მისი იმედი. პოგბას შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურდა, განსაკუთრებით ზიდანს, […]

სოლსკიაერი: “კარანტინამდე კარგ ფორმაში ვიყავით“

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისი გუნდისთვის სეზონი ცუდ დროს შეწყდა, რადგან ისინი თითქმის ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ. სოლსკიაერის თქმით თავიდან ფორმაში შესვლა იოლი არ იქნება: “სამწუხაროა რომ სეზონი დროებით შეჩერდა, რადგან ჩვენთვის ეს კარგი პერიოდი იყო, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, რადგან ასეა საჭირო. როდესაც ფეხბურთი განახლდება, ჩვენ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა გაგვიჭირდება, თუმცა […]

მსოფლიო ფეხბურთის გიგანტები – ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი

მსოფლიო ფეხბურთის გიგანტები - ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი

კოტიკო გოგინაშვილი ჩემს სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო გუნდზე, რომლის სახელის გაგონება თავზარს ცემდა მთელ მსოფლიოს. ეს არის სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. წითელი ეშმაკების დომინირება ნისლიან ალბიონზე 1986 წელს დაიწყო ახალი ეპოქა ოლდ ტრაფორდზე. მანჩესტერის მწვრთნელად დაინიშნა შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი. მოსვლის პირველივე დღეს, იუნაიტედის ახალმა თავკაცმა ყველას გააცნო თავისი ამბიციები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ლივერპულის ( მანჩესტერის ყველაზე […]

პოლ პოგბა: “ ტრავმამ კიდევ უფრო გამაძლიერა“

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა რომ ტრავმებმა ის მორალურად უფრო ძლიერი გახადეს და როდესაც ის მოედანზე დაბრუნდება, ამას ყველა დაინახავს: “რთულია, როდესაც შენი თანაგუნდელები მოედანზე არიან, შენ კიდევ ამ ყველაფერს მხოლოდ ტრიბუნიდან უყურებ. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტრავმა მთავარი მტერია და ამას არავის ვუსურვებ. ამ ყველაფერში კარგი ის არის რომ მორალურად უფრო ძლიერი ხდები და […]

სოლსკიაერი: “ ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას ვერ მოვთხოვ“

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ კარანტინის დროს ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშონ, მაგრამ ის ვერ მოთხოვს მათ ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას: “ყველანი ვნერვიულობთ და ამ პერიოდში ფეხბურთელებს ვერ მოვთხოვ რომ მათ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ვარჯიშობენ ინდივიდუალურად და ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ. ყველას გვინდა რომ ფეხბურთი დაგვიბრუნდეს, მაგრამ არ ვიცით […]

მანჩესტერ იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა ისევ სურს

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

მანჩესტერ იუნაიტედს ანტუან გრიზმანის ყიდვა ისევ სურს და მზად არის ზაფხულში მასში 100 მილიონი გადაიხადოს, თუმცა ეს თანხა ბარსელონას სავარაუდოდ არ დააკმაყოფილებს, რადგან მათ გრიზმანი უფრო ძვირად შეიძინეს. იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ მაშინ ატლეტიკომ თავისი ლიდერი არ დათმო, ხოლო შემდეგ კი ანტუანმა ბარსელონა აირჩია. წლევანდელ სეზონში გრიზმანს არასტაბილური თამაშის გამო საკმაოდ […]

სოლსკიაერმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად ბრიუგესთან ჩაატარა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მისი ფეხბურთელები მოუქნელად თამაშობდნენ და ის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის: ”უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა შედეგი ცუდი არ არის და ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. მოედანი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ ეს […]

პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურს

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას კვლავ სურს იუვენტუსში დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ მედიაში ვრცელდება. პოგბა ამჟამად ტრავმირებულია და ის მოედანზე მალე უნდა დაბრუნდეს, თუმცა დიდიხანია ვრცელდება ჭორები იმის შესახებ რომ მას მანჩესტერ იუნაიტედში თამაში აღარ სურს. იუვენტუსში პოგბა 2016 წლამდე თამაშობდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ის მანჩესტერში, ხოლო მისი ტრანსფერი კი 100 […]

ბრუნო ფერნანდეში: ”მანჩესტერ იუნაიტედში თამაში დიდი პატივია”

ბრუნო ფერნანდეში: ”მანჩესტერ იუნაიტედში თამაში დიდი პატივია”

მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა რომ ამ გუნდში თამაში მისთვის დიდი პატივია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მანჩესტერს წარმატება მოუტანოს: ”ჩემამდე მანჩესტერ იუნაიტედში ყველა პორტუგალიელი წარმატებას აღწევდა, თუნდაც რონალდუ და ნანი გავიხსენოთ. იმედი მაქვს, მათ გზას გავაგრძელებ და გულშემატკივარის იმედს გავამართლებ”. ბრუნო ფერნანდეში ლისაბონის სპორტინგის ლიდერი იყო და მანჩესტერ იუნაიტედი დიდხანს ცდილობდა მის […]

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მანჩესტერში პროგრესი არის”

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მის გუნდში პროგრესი არის, თუმცა ჯერ დასახულ მიზნამდე შორია და კიდევ ბევრია სამუშაო. სოლსკიაერის აზრით მალე მანჩესტერის თამაშში პროგრესს ყველა დაინახავს: ”ლივერპულთან თამაშს დადებითად ვაფასებ, რადგან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და ბოლო წუთამდე შედეგი გაურკვეველი იყო. ვფიქრობ რომ მალე ყველა დაინახავს პროგრესს ჩვენს თამაშში, თუმცა […]