ჭდე: მანჩესტერ სიტი

ხოსეპ გვარდიოლა: “ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად ვიყიდით“

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ მისი გუნდი აუცილებლად განახორციელებს ტრანსფერებს და შეეცდება რომ რამდენიმე პოზიცია გუნდში გააძლიეროს. გვარდიოლას აზრით ყველაზე მეტად ეს დაცვის ხაზს ეხება: “ვფიქრობ რომ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს ყველა ხაზში, მაგრამ ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ ტრანსფერებს აუცილებლად განვახორციელებთ. ყველაზე მეტად ეს დაცვის ხაზს ეხება, ამიტომ აქცენტს ამ პოზიციაზე […]

რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა სიტიდან წავიდეს

რაჰიმ სტერლინგმა შახტარს ბოდიში მოუხადა

მანჩესტერ სიტის შემტევი რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა გუნდიდან წავიდეს, თუ სიტის ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს, რომელიც შემდეგი სეზონიდან ამოქმედდება. სტერლინგის ყიდვა მადრიდის რეალს სურდა, მაგრამ რაჰიმის სატრანსფერო ფასი 100 მილიონს აღემატება და შესაძლოა რეალი ამ თანხას ვერ გაწვდეს, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო. გარდა ამისა, თვითონ სტერლინგს ინგლისში დარჩენა სურს. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ […]

გვარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა

ხოსეპ გვარდიოლა: ”ნიუკასლთან ნელა ვირჯებოდით და ამიტომ წავაგეთ”

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დედა დოლორესი 82 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის კორონავირუსს ემსხვერპლა. მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას დედის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. აღსანიშნავია რომ რამდენიმე კვირით ადრე გვარდიოლამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბარსელონას ერთ-ერთ ფონდში მილიონი ევრო ჩარიცხა.

ხოსეპ გვარდიოლა: ”ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ როდესაც გუნდი ერთად არ ვარჯიშობს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ფეხბურთელები ფორმიდან უნდა ამოვარდნენ და მათ ინდივიდუალურად არ უნდა ივარჯიშონ: ”ფეხბურთელებს კარგად ესმით შექმნილი მდგომარეობა და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ფორმაში იყვნენ. მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. იმედია, მალე ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენც განვაგრძობთ ისევ ჩვენი […]

გვარდიოლა: ”მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იუნაიტედთან წაგებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა ფეხბურთელებმა ეს მარცხი მალე უნდა დაივიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ: ”მინდა რომ გულშემატკივარი დავამშვიდო, რადგან მიუხედავად მარცხისა, ჩვენ არ დავკარგავთ კონცენტრაციას და მომავალში მხოლოდ პროგრესისკენ ვიქნებით მიმართულები. მანჩესტერ იუნაიტედთან ცუდად ვითამაშეთ და ეს შეხვედრა მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი […]

ხოსეპ გვარდიოლა: ”ჯერ არაფერი დასრულებულა”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ რეალის დამარცხების შემდეგ განაცხადა რომ მიუხედავად ასეთი შედეგისა, ჯერჯერობით არაფერია დასრულებული და მისი გუნდი ყურადღებით უნდა იყოს: ”ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რთული მდგომარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ. დღეს სიტიმ ეს ყველას დაუმტკიცა. წინ განმეორებითი შეხვედრაა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რეალი შეცდომას არ გვაპატიებს”. […]

სერხიო აგუერო შესაძლოა ატლეტიკოში დაბრუნდეს

სერხიო აგუერომ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო შესაძლოა მანჩესტერ სიტიდან წავიდეს, მას შემდეგ რაც გუნდს ორი წლით ჩემპიონთა ლიგაში თამაში აუკრძალეს. აგუერო უკვე 31 წლის არის და მომდევნო სეზონები მას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგუერო შესაძლოა ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდეს. ატლეტიკოში აგუერო 2011 წლამდე თამაშობდა და სწორედ ამ გუნდიდან […]

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან ორი სეზონით მოკვეთეს

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან ორი სეზონით მოკვეთეს

უეფამ „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ სეზონში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბმა ლიცენზირებისა და ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები დაარღვია. გარდა ამისა, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონები 30 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ. გადაწყვეტილების გასაჩივრება „მანჩესტერ სიტის“ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია. პირველი არხი

გვარდიოლას სიტის რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტი წელს არცთუ კარგ შედეგებს აჩვენებს და გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ აქვს. ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვარდიოლას რამდენიმე ფეხბურთელთან უთანხმოება აქვს, იმის გამო რომ ის როტაციას ხშირად მიმართავს და სიტის ჩამოყალიბებული ძირითადი შემადგენლობა არ ყავს. უცნობია თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები, მაგრამ მოედანზეც ჩანს რომ სიტიში ყველაფერი რიგზე არ […]

გვარდიოლამ სიტის ულტიმატუმი წაუყენა

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან შესაძლოა სიტი დატოვოს. გვარდიოლა მინიმუმ სამი ფეხბურთელის ყიდვას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები. წლევანდელ სეზონს სიტი არასტაბილურად ატარებს და ისინი ლივერპულს უკვე 14 ქულით ჩამორჩებიან. ინგლისურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ გვარდიოლამ შესაძლოა […]