ჭდე: მარგველაშვილი

მარგველაშვილი – “სააკაშვილი, მე და ზურაბიშვილი კონსტიტუციის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ”

მარგველაშვილი - "სააკაშვილი, მე და ზურაბიშვილი კონსტიტუციის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს და ამ პროცესში ყველა გააჩუმოს. მისივე თქმით, სასამართლო მეგობრის ინსტიტუტს გამოიყენებს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის დასაცავად 3 პრეზიდენტი გაერთიანდება. “ჩვენ ვხედავთ კაპიტულანტური მთავრობის მცდელობას, რომ ყველა გააჩეროს და გააჩუმოს იმ […]

სააკაშვილი – “პრეზიდენტებს ზურაბიშვილს და მარგველაშვილს ისტორიული როლის შესრულება შეუძლიათ”

"შეწყალებას არ მოვითხოვ" - სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში დაპატიჟა

ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა გიორგი მარგველაშვილთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სააკაშვილის განცხადებით, არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მარგველაშვილმა თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. „პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა […]

მარგველაშვილი სააკაშვილს გორში ხვალ 12 საათზე შეხვდება

მარგველაშვილი სააკაშვილს გორში ხვალ 12 საათზე შეხვდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. […]

მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცა

მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცა

გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა – განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. ინფორმაციისთვის: გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა […]

“შეწყალებას არ მოვითხოვ” – სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში დაპატიჟა

"შეწყალებას არ მოვითხოვ" - სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში დაპატიჟა

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა; „პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ; ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა. ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების […]

მარგველაშვილი – “სააკაშვილი ამდენად ძლიერი არ მეგონა”

"დიდი რიგები საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს" - გიორგი მარგველაშვილი

სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას – ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, – ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, შიდაპარტიული დისციპლინა უმრავლესობის […]

მარგველაშვილი – “ზურაბიშვილი პატიმარი სააკაშვილის ბედით უნდა დაინტერესდეს”

მარგველაშვილი - "ზურაბიშვილი პატიმარი სააკაშვილის ბედით უნდა დაინტერესდეს"

პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შესაძლოა, შუამავალი გიორგი მარგველაშვილი გახდეს. მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იმაზე რაც ახლა ხდება, დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მოქმედ პრეზიდენტზეცაა. – პრეზიდენტოს საკითხი ავტომატურად პრეზიდენტის კომპეტენციის ქვეშაა, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ქვეშ არის ქვეყნის მთლიანობის საკითხი და ეს მხოლოდ ქვეყნის […]

მარგველაშვილი – “სააკაშვილი “ოცნების” პირობებში ბრალდებული ვერ იქნება”

"დიდი რიგები საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს" - გიორგი მარგველაშვილი

ამ ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებული ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტვ პირველთან განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება და მისი საკანში გამომწყვდევა “ქართული ოცნებისთვის” პრობლემის მოხსნას სრულებით არ ნიშნავს. – მე არასდროს ვყოფილვარ სააკაშვილის ან მეგობარი, ან მისი პოლიტიკის გამზიარებელი, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგე ბანაკებში. მაშინაც კი, […]

მარგველაშვილი – “გახარიას “ქართული ოცნება -2”-ის შექმნა დაავალეს

"დიდი რიგები საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების დამარცხებას ნიშნავს" - გიორგი მარგველაშვილი

არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას. კითხვაზე: აპირებს თუ არა გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას, მარგველაშვილი აღნიშნულს გამორიცხავს. „პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც […]

მარგველაშვილი – “მოვდიოდით ტარიფების დაკლების ლოზუნგით, “ოცნებამ” კი ყველაფერი გააძვირა”

მარგველაშვილი - "მოვდიოდით ტარიფების დაკლების ლოზუნგით, "ოცნებამ" კი ყველაფერი გააძვირა"

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში შუქისა და წყლის გაზრდილ საფასურს მთავრობის ოპონენტები “ოცნების” კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს უწოდებენ და ამბობენ, რომ ცვლილება ყველა პროდუქტის ფასზე აისახება. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ დაპირებები ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა “შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ” და ფიქრობს, რომ ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. “მოსახლეობისთვის ეს არის დაფიქრების […]