ჭდე: მარიხუანის კანონპროექტი

მეუფე შიო – „ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანის კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება”

მეუფე შიო - „ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანის კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება"

მარიხუანის კულტივაცია/ექსპორტი – საქართველოს პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე მეუფე შიო აცხადებს, რომ საპატრიარქო ელოდება, რომ პარლამენტიდან კანონპროექტი იქნება გაწვეული. „ჩვენ ველოდებით, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. ეკლესია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს“, – განაცხადა მეუფე შიომ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით შეჩერდა. ნიუპოსტი

გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანის თემას შეეწირა – „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანის პლანტაციები არ იქნება“

გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანის თემას შეეწირა - „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანის პლანტაციები არ იქნება“

რუსთავი2“ თავის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის საკითხს შეეწირა. „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანას პლანტაციები არ იქნება.“- ციტირებს რ2 გიორგი კვირიკაშვილს. როგორც წყარო „ქართული ოცნებიდან“ კურიერს უყვება, გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე მარიხუანის მოშენების თემა დაბლოკა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იყო ბერას ცნობილი სიმღერა ლეგალიზებასთან დაკავშირებით და მალე კვირიკაშვილს თანამდებობაც დაატოვებინეს. […]

ზაქარია ქუცნაშვილს მარიხუანის კულტივაციის პროექტზე 4 კითხვა გაუჩნდა

ზაქარია ქუცნაშვილი: “პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს. დეპუტატი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს 4 ფუნდამენტური კითხვა კანონპროექტის ინიციატორებთან და მან ეს შეკითხვები დასვა, ახლა კი პასუხებს ელოდება. – რა რეაქცია გქონდათ, როდესაც მარიხუანას კულტივაციის თემაზე შსს-ს კანონპროექტის შესახებ გაიგეთ? თქვენ ხართ ტრადიციული ღირებულებების მქონე პიროვნება, ამიტომ […]

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

„სამწუხაროდ, არ იცვლება რუსული მიდგომა და პოლიტიკა" - ირაკლი კობახიძე დიმიტრი მედვედევის მუქარას ეხმაურება

პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება. „რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. აქ მთავარი არის საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოებას იმაზეც კი არ […]