ჭდე: მატარებელი

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი ექსკავატორს შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპა

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 17 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო ათეულობით მგზავრი კი – დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მატარებელს 350-მდე მგზავრი გადაჰყავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების, სამი შვეულმფრენისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზება მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევა ქალაქ ტაბასამდე 50 კილომეტრის მანძილზე არსებულ რკინიგზაზე მოხდა, რომელიც ქალაქს, ცენტრალურ ქალაქ იეზდთან აკავშირებს. […]

თბილისში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

თბილისში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, 5 აპრილს გვიან ღამით, სამგზავრო მატარებელი კაცს დაეჯახა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დაშავებული მე-8 საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული 1995 წელს არის დაბადებული. იმედინიუსი

ბათუმის მატარებელი თბილისში მამაკაცს დაეჯახა

ბათუმში მატარებელი 80 წლის ქალს დაეჯახა

თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. […]

“ყურსასმენები ეკეთა, კლასელებმა ქვები ესროლეს, მაგრამ ვერ გააგებინეს” – ზესტაფონში ირაკლი თოფაძე მატარებელმა გაიტანა

"ყურსასმენები ეკეთა, კლასელებმა ქვები ესროლეს, მაგრამ ვერ გააგებინეს" - ზესტაფონში ირაკლი თოფაძე მატარებელმა გაიტანა

ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას 17 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. მას მა­ტა­რე­ბე­ლი და­ე­ჯა­ხა, რის შედეგად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აჯა­მეთ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ირაკ­ლი თო­ფა­ძეა. იგი აჯა­მეთ­ში ცხოვ­რობ­და და შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და. “ჭოგ­ნა­რი­დან მო­დი­ო­და. კლა­სე­ლებ­თან ერ­თად იყო. ყურ­სას­მე­ნე­ბი ეკე­თა და მა­ტა­რებ­ლის ხმა ვერ გა­უ­გია. კლა­სე­ლე­ბი უკან მოყ­ვე­ბოდ­ნენ და მა­ტა­რე­ბე­ლი რომ და­უ­ნა­ხავთ, ქვებს […]

ზესტაფონში მატარებელმა მოზარდი გაიტანა

კოვიდ 19-ით ინფიცირებულმა ქალმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა და სასტუმროში ტაქსით მივიდა

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მოხდა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტაივანში მატარებელი სატვირთო მანქანას შეასკდა – 48 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში მატარებელი სატვირთო მანქანას შეასკდა - 48 ადამიანი დაიღუპა

ტაივანში მატარებელი, რომელიც დედაქალაქ ტაიბეიდან ტაიტუნგისკენ მიემგზავრებოდა, სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ლიანდაგებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა და 66 ადამიანი დაშავდა. ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელში 490 ადამიანი იმყოფებოდა.

ზუგდიდში მატარებელი 82 წლის ქალს დაეჯახა

ზუგდიდში მატარებელი 82 წლის ქალს დაეჯახა

ზუგდიდში, 82 წლის ქალს დღეს მატარებელი დაეჯახა. ლაივპრესის  ინფორმაციით, ქალს მატარებლის შეჯახების შედეგად ფეხი აქვს მოწყვეტილი. “ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. მისი თქმით, ქალი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. “112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით. წვივის […]

ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა – მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა - მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდში, მსუბუქი ავტომანქანა მატარებელს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომანქანის მძღოლი, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ლაივპრესის ცნობით, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ლანჩხუთში მატარებელი 60 წლის ქალს დაეჯახა

„პერესტრელკებიც“ ჰქონდა, მოუკლია კიდეც" - რას ყვებიან ლიანდაგზე ჩაცხრილულ გარიკ გევორქიანზე

ლანჩხუთში, 60 წლამდე ასაკის ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“ყურში ცუდად ესმოდა და საყვირის ხმა ვერ გაიგო” – ნოჯიხევში 56 წლის ქალი მატარებელმა გაიტანა

"ყურში ცუდად ესმოდა და საყვირის ხმა ვერ გაიგო" - ნოჯიხევში 56 წლის ქალი მატარებელმა გაიტანა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი 56 წლის ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა, მისი ცხედარი კი მდინარე ხობისწყალში გადავარდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. “მთავარის” ინფორმაციით, ქალს სმენის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც თბილისი-ზუგდიდის მატარებლის საყვირის ხმა ვერ გაიგო. ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით […]