ჭდე: მაშველები

მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას. ,,შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი […]

მაშველებმა ხაშურში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ხაშურში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. […]

“ჯერ მანქანაში 2 ქალის ცხედარი იპოვეს, მერე მე-3 ქალის ცხედარიც აღმოაჩინეს”

"ჯერ მანქანაში 2 ქალის ცხედარი იპოვეს, მერე მე-3 ქალის ცხედარიც აღმოაჩინეს"

მცხეთასთან ავარიის შესახებ, რომელსაც 3 ქალის სიცოცხლე შეეწირა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ […]

65 საათი ნანგრევებში – თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს

65 საათი ნანგრევებში - თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს

თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისათვის, თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.

შატილიდან მაშველებმა მძიმედ დაზიანებული მამაკაცი ჩამოიყვანეს

შატილიდან მაშველებმა მძიმედ დაზიანებული მამაკაცი ჩამოიყვანეს

მაშველებმა შატილიდან დაშავებული მამაკაცი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. „ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, […]

ზღვაზე დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს

ზღვაზე დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაბა ურეკში, 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს […]

მაშველებმა სვანეთში 1 ფრანგი და 3 გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა სვანეთში 1 ფრანგი და 3 გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

მაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში,ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას. მაშველთა ჯგუფი 4 კაციანი შემადგენლობით დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან […]

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან. გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან. აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ […]

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ […]

მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიყვანეს

თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა. შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. […]