ჭდე: მახინჯაური

“მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გადაარჩინეთო… ბაბუა გაუცილებიათ მოსკოვში” – რა მოხდა მახინჯაურთან

"მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გადაარჩინეთო... ბაბუა გაუცილებიათ მოსკოვში" - რა მოხდა მახინჯაურთან

9 აგვისტოს, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მახინჯაურთან, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან – მე­დი­კო შა­რა­ში­ძე, მისი რძა­ლი ნა­თია სურ­მა­ნი­ძე და მე­დი­კო შა­რა­ში­ძის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი. ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდგა და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ხუც კაცს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, […]

ტრაგედია მახინჯაურთან – ბაბუის გაცილებას ბებია, რძალი და შვილიშვილი შეეწირნენ – მანქანა 7 ქვეითს დაეჯახა

ტრაგედია მახინჯაურთან - ბაბუის გაცილებას ბებია, რძალი და შვილიშვილი შეეწირნენ - მანქანა 7 ქვეითს დაეჯახა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ბავშვი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულები არიან ბებია, რძალი და შვილიშვილი. დაშავებული ერთი არასრულწლოვნის […]

მახინჯაურში ინსპექტორ-გამომძიებელი მ.დ. დააკავეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ.დ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.

მახინჯაურთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს -1 ადამიანი დაშავდა

მახინჯაურთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს -1 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის გზის მახინჯაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. ამასთან, ამ დროისთვის ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ პარალიზებულია.

ავარია მახინჯაურში – მანქანა ბოძს შეეჯახა

ავარია მახინჯაურში - მანქანა ბოძს შეეჯახა

მახინჯაურში რკინიგზის სადგურთან Toyota Prius-ის მძღოლი განათების ბოძს და ორ ქვეითს დაეჯახა. როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზირებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და იჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, […]

ავარია მახინჯაურში – დაშავდა 5 ადამიანი

ავარია მახინჯაურში - დაშავდა 5 ადამიანი

ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა მახინჯაურში. გვირაბთან ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია – ხუთი და შვიდი წლის ბავშვები. როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი დედა და ბავშვთა ცენტრში არიან მოთავსებული. რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი დანარჩენი სამი დაშავებული. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იმედინიუსი

მახინჯაურში 2 სტუდენტს მანქანა დაეჯახა

მახინჯაურში 2 სტუდენტს მანქანა დაეჯახა

მახინჯაურში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბათუმის საზღვაო სასწავლებლის 2 სტუდენტს დაეჯახა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაღუპულია მახინჯაურელი ოჯახის 3 წევრი, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – სამტრედიის ავარიის ახალი დეტალები

სამტრედიაში მომხდარი საშინელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბათუმელების ცნობით, დაღუპულია ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის 3 წევრი, 3 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტის საღამოს, სამტრედიასთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილებს შორის 2 ზრდასრულია, 1 კი ბავშვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. 3 მგზავრი ადგილზე დაიღუპა, 3 კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. […]

მახინჯაურში სახლში ორი კაცის გვამი იპოვეს

მახინჯაურში სახლში ორი კაცის გვამი იპოვეს

მახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს. პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. imedinews.ge

ასწლოვანი ტიტას ხე მახინჯაურში ზღვიდან ხმელეთზე დააბრუნეს

ასწლოვანი ტიტას ხე მახინჯაურში ზღვიდან ხმელეთზე დააბრუნეს

ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, ხმელეთზე დააბრუნეს. ამის მიზეზად კომპანია „გზაში“ ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ. როგორც ცნობილია, ბარჯა წყალში ნახევრად ჩაიძირა და სწორიედ ამიტომ მოუწიათ 300-წლოვანი ხის უკან დაბრუნება. შემდგომი სამუშაოების ჩასატარებლად კომპანიის თანამშრომლებიც ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლებმა და გარემოს […]