ჭდე: მეგის ქარდავა

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი – დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი - დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა. დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბელა როგავამ პროცესზე 2009 წელს მის მიმართ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მეგის ქარდავა მისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა. მისი თქმით, მას იარაღის მუქარით გააღებინეს […]

„საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შედის“ – მეგის ქარდავა

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვა

უკრაინიდან ექსტრადირებული ყოფილი ძალოვანი მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის სქემა ასეთია: “ტვირთის” დანიშნულება არ არის საქართველო, რადგან საქართველოში საბაჟოზე ტვირთების ბრუნვა ელექტრონული აღრიცხვიანობით ხდება და შეუძლებელია “ტვირთის” გაქრობა ან დანიშნულების ადგილის ( საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ) დამალვა. ამიტომ „ტვირთი” საქართველოში შემოდის ტრანზიტული დანიშნულებით, რომლის საბოლოო დანიშნულებაა სომხეთი. ამ დანიშნულებით გამოდის […]

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვა

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის მიზეზად ქარდავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და “ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში” სამართალს ვერ იპოვის. ქარდავას განმარტებით, ის, თავისი ძმა და მეგობრები საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ. “არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა […]

“მეგის ქარდავა ყველა განაჩენს გაასაჩივრებს” – ადვოკატი ველიჯანაშვილი

"მეგის ქარდავა ყველა განაჩენს გაასაჩივრებს" - ადვოკატი ველიჯანაშვილი

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა. ველიჯანაშვილი ქარდავას დღეს პირველად ხვდება, ისინი დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრებენ. „ყველა განაჩენის გასაჩივრება იგეგმება, პირველ რიგში მოხდება გეგმის შემუშავება და სტრატეგიის დაგეგმვა. ალბათ, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ და გადაწყდება ყველა მიმდინარე პროცესზე მიიღებს […]

“ვამაყობ, რომ ასეთი ქმარი მყავს” – მეგის ქარდავას ცოლი

"ვამაყობ, რომ ასეთი ქმარი მყავს" - მეგის ქარდავას ცოლი

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების ფაქტს მისი მეუღლე, სოფო ფიფია ეხმაურება. ის მეუღლეს პატრიოტობისთვის და ქვეყნისთვის თავგანწირვისთვის მადლობას უხდის. „ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მე და შენ ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, ზუსტად ვიცოდით, რამდენი ტალახის სროლა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, როგორ აქტიურად ამუშავდებოდა ბოტების და ტროლების ქარხანა შენს წინააღმდეგ. შენ როგორც ერთ-ერთი ჯარისკაცი შენი ქვეყნის ყოველთვის იყავი და იქნები მის […]

მეგის ქარდავა რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

მეგის ქარდავა რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. 17 სექტემბერს ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევი-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა. – იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, […]

პროკურატურა – “მეგის ქარდავას 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი”

პროკურატურა - "მეგის ქარდავას 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი"

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინიდან არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის ძებნილი მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა. უწყება უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. „უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მ.ქ.-ს ექსტრადირების შესახებ და იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, უკრაინიდან საქართველოში […]

უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა

უკრაინა საქართველოს მეგის ქარდავას გადასცემს

8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში ელოდებიან. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოჰყავთ. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო. 2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამადასტურებელი ფიქტიური […]

გაერომ უკრაინას მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემა აუკრძალა

გაერომ უკრაინას მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემა აუკრძალა

გაერომ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მეგის ქარდავას ქართველმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა დაუდასტურა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. „სამართლებრივად, სანამ ექსტრადიციის საკითხი არ გადაწყდება, საქართველოში სხდომები ვერ ტარდება. რაც შეეხება პროცედურებს, […]

მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა, გარდაცვლილი იპოვეს 

მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა, გარდაცვლილი იპოვეს 

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე ვიტალი პისანცი, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას საქმე განიხილა. უკრაინული მედია წერს, რომ მოსამართლის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს და მან გარდაცვალებამდე სახლში რამდენიმე პირს უმასპინძლა. რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა […]