ჭდე: მერკელი

მერკელი შოკშია – ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

მერკელი შოკშია - ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წყალდიდობის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა და განაცხადა, რომ ნანახისგან შოკირებულია. გერმანიასა და ბელგიაში სტიქიამ, სულ მცირე, 188 ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონში ჯერ კიდევ ძლიერი წვიმაა. მაშველებს ავსტრიიდან, ქალაქ ზალცბურგიდან მოსახლეობა სახლებიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავს – ქალაქის ქუჩებში მდინარეები მოდის. ევროპელი ლიდერები წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ, სტიქიამ დააზარალა შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდებიც. […]

მერკელი – “პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ” – გერმანიაში ყველა მაღაზია იხსნება

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყნის მიზანი, შეენელებინა კორონავირუსის გავრცელება, მიღწეულია. „ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომ ვირუსის გავრცელება შენელებულიყო და ჯანდაცვის სისტემა დაგვეცვა. ასე რომ, შესაძლებელი გახდა, შეზღუდვების მოხსნის შემდგომ საკითხებზე შევთანხმებულიყავით“, – განაცხადა მერკელმა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების ახალი პირობების თანახმად, გერმანიაში ყველა მაღაზიას გახსნის უფლება მისცეს, მათ ყველა შეზღუდვა მოეხსნათ, თუმცა […]

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა – ვიდეო

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა - ვიდეო

ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდა. ინციდენტი დახვედრის ცერემონიისას მოხდა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს გერმანიის კანცლერს შეეტყო, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ ცერემონია არ შეწყვეტილა. სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერის ცუდად გახდომის მიზეზი მაღალი სიცხე გახდა. დახვედრის ცერემონიის დროს ჰაერის ტემპერატურა ბერლინში 30 გრადუსზე მაღალი იყო. მომხდარის შეესახებ კანცლერს შეკითხვა პრესკონფერენციის დროსაც დაუსვეს, რაზეც მან […]

მერკელი ავიაკატასტროფას გადაურჩა – მისი თვითმფრინავი კიოლნში ავარიულად დაეშვა

მერკელი ავიაკატასტროფას გადაურჩა - მისი თვითმფრინავი კიოლნში ავარიულად დაეშვა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო კიოლნში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია და სააგენტო Reuters-ი ავრცელებენ. გერმანიის კანცლერი არგენტინაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, როდესაც ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში ყოფნისას ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი კიოლნში დაეშვა, სადაც გერმანიის კანცლერი სხვა ავიალაინერზე გადაჯდა. პირველი არხი

ჰელსინკში გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა

ჰელსინკში გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა

ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს საქართვლოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ესაუბრა. “ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერ ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. […]

პაატა ზაქარეიშვილი – “მაპი უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი”

პაატა ზაქარეიშვილი - "მაპი უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი"

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფასებს. – ბატონო პაატა, რამდენად მნიშვნელოვანი ვიზიტია და რა მისიით იმყოფებოდა მერკელი საქართველოში? – ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ორი აზრი არ არსებობს ამაში, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ხოლმე გადამეტება რაღაც მოვლენების და მერე გული გვწყდება, დრო გადის და თითქოს ის შედეგები […]

ზაალ კასრელიშვილი – „მერკელს სტალინიც უნდა გავახსენოთ და ისიც ვუთხრათ, რამდენი ქართველი შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა“

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“

პუტინთან მოლაპარაკებული ანგელა მერკელის კავკასიურ ტურნეს ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ქართველი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ რუსეთი ახლა უკვე გერმანიის კანცლერის პირით მოგვთხოვს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რკინიგზის გახსნას  მხოლოდ ერთ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს. რატომ უნდა ველაპარაკოთ გერმანიას, როგორც სწორი სწორს, რა უნდა შევახსენოთ მერკელს, რა გარანტიები უნდა მივიღოთ […]

მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტში ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს

მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტში ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სვანაძე არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა. ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს […]

მერკელი – ”ჯერჯერობით არსებული ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ”

მერკელი - ”ჯერჯერობით არსებული ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ”

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს. როგორც ანგელა მერკელმა ქართველი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განცხადა, გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე: “რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ სწორედ ამიტომ ვართ აქ. აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჯერჯერობით ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს. ჩემი ვიზიტი […]

მერკელი თბილისში ჩამოფრინდა

მერკელი თბილისში ჩამოფრინდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც მერკელი საქართველოს ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ. სტუმრის მისაღებად თვითმფრინავთან განთავსებული იყო საპატიო ყარაულის კორიდორი. აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა […]