ჭდე: მესტია

მესტიასა და მარტვილში 2 პირი დააკავეს – ამოღებულია იარაღი

მესტიასა და მარტვილში 2 პირი დააკავეს - ამოღებულია იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი […]

„ვირუსს თუ გადაურჩით, შეიძლება თავში ყინულის ლოლო დაგეცეთ“

„ვირუსს თუ გადაურჩით, შეიძლება თავში ყინულის ლოლო დაგეცეთ“

სოციალური ჯგუფი „ჩემი ქალაქი მკლავს“ მესტიის საავადმყოფოს ფოტოს აქვეყნებს: „მესტიის საავადმყოფო 2022 წელი COVID – ტესტირების სივრცე . ვირუსს თუ გადაურჩით, გზაში შეიძლება ყინულზე აგიცურდეთ ფეხი ან თავში ლოლო დაგეცეთ. თან მოსაცდელი გარეთ აქვთ ასევე თავში ლოლოს დაცემის რისკი რომ გაიზარდოს რამენაირად იქნებ გაწმინდოთ გზა და ლოლებიც მოაშოროთ, ადამიანი რომ მშვიდობით მივიდეს საავადმყოფოში“.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი მესტიაში დაფიქსირდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა. დღეს თბილისის დროით 18:26 საათზე, მესტიაში სოფელ დიზისთან  3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რუსთავი 2

მესტიაში ტურისტი ქალი დაიღუპა

მესტიაში ტურისტი ქალი დაიღუპა

მესტიაში, გულის უღელტეხილზე, ტურისტი ქალი ხევიდან გადავარდა და გარდაიცვალა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე, იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას.  შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად […]

“ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს მკერდში მოხვდა” – მესტიაში მზია კვიციანი დაჭრეს

"ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს მკერდში მოხვდა" - მესტიაში მზია კვიციანი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში 55 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაჭრილი, მზია კვიციანი და მისი ქმარი სოფელში გადაადგილდებოდნენ. ცოლ-ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც შუახნის ქალის ქმარს დაპირისპირება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს გულმკერდის არეში მოხვდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ცოლ-ქმარს გზის პირას მდებარე ტყიდან ესროლეს. დაჭრილი მძიმე […]

მესტიაში კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მესტიაში კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მესტიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. „დღევანდელი 14 ახალი შემთხვევიდან, 12 მესტიაში დაფიქსრიდა. ადგილზე ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს და ტესტების აღება მიმდინარეობს. დღეს უშგულში ეპიდემიოლოგების 2 ჯგუფი ავა და იქ დაიწყება ტესტების აღება“, – ამბობს ჟორჟოლიანი. პრაიმ ტაიმი

მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

მესტია, უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულსა და  ლენჯერში საკარანტინე  შეზღუდვები დაწესდა – გადაწყვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 […]

“მეგობრები იყვნენ და შელაპარაკება მოსვლიათ” – მესტიაში სასაზღვრო პოლიციელმა მეორე პოლიციელი მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მკვლელობა მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მულახის თემის რწმუნებულმა სოსო ზურაბიანმა განუცხადა, შემთხვევამდე შელაპარაკება მოხდა თანამშრომლებს შორის, რომლის დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით გარდაიცვალა. “სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან ორივენი. ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა მკვლელობა. შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა. გაისროლა თანამშრომელმა. ორივე სამსახურში იყო. ის […]

მესტიაში მოზარდს იარაღი გაუვარდა – მოზარდი გარდაიცვალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც მესტიის საავადმყოფოში „ინტერპრესნიუსს“ განაცხადეს, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. „ვერ გეტყვით, რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა […]

მესტიაში წვეულებებში 214 ათასი ლარია დახარჯული, ყოველი მეორე კი სოცდაუცველია – “ფლანგვის დეტექტორი”

მესტიაში წვეულებებში 214 ათასი ლარია დახარჯული, ყოველი მეორე კი სოცდაუცველია - "ფლანგვის დეტექტორი"

2017-19 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა წვეულებებში 214 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ხდება იმ პირობებში, როცა მესტიის ყოველი მეორე მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველია. „2017-19 წლებში, მესტიის მუნიციპალიტეტმა წვეულებებში 214 ათასი ლარი დახარჯა, მაშინ როცა, მესტიაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 4 ათას 644 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, აქედან  1 ათას 312 ბავშვია, ხოლო  226 – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. 2018 წელს თითქმის თანაბარი თანხა წავიდა სოცდახმარებაზე და წარმომადგენლობით ხარჯებზე, რაც მიღებებს, წვეულებებს და ექსკურსიებს გულისხმობს. 2017-2019 წლებში მესტიის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობით ხარჯებზე 213 ათას 759 ლარი დახარჯა, აქედან 2017 წელს 91 ათასი დაიხარჯა, 2018 წელს – 37 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 85 ათას 759 ლარი დაიხარჯა“,- წერია […]