ჭდე: მესუტ ოზილი

მესუტ ოზილმა ავადმყოფი ბავშვების 219 ოპერაცია დააფინანსა

მესუტ ოზილი არსენალში რჩება

მესუტ ოზილმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე საზოგადოებას ამცნო იმ ქველმოქმედების შესახებ რომელიც მან ბოლო თვეებში გააკეთა. ოზილმა 219 ოპერაცია დააფინანსა ავადმყოფი ბავშვებისთვის და მისი თქმით ეს მხოლოდ დასაწყისია: ”მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტში გვერდში მიდგას და ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს. ეს მხოლოდ დასაწყისია და 2020 წელს გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ბავშვები ძალიან მიყვარს და […]

მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს მძარცველები დაესხნენ თავს

მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს მძარცველები დაესხნენ თავს

ლონდონის არსენალის ფეხბურთელებს მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს ორი მძარცველი დაესხა თავს, როდესაც ისინი ოზილის მანქანაში იმყოფებოდნენ. მძარცველები დანებით იყვნენ შეიარაღებული და სავარაუდოდ მათ ოზილის ძვირადღირებული მანქანის გატაცება სურდათ, მაგრამ კოლოშინაცმა მათ ხელი შეუშალა და ცოტა ხანში პოლიციაც გამოჩნდა, თუმცა მათ დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. შემთხვევა თურქული რესტორნის სიახლოვეს მოხდა, სადაც ოზილი ხშირად დადის. როგორც ჩანს […]

ტონი კროოსმა მესუტ ოზილი გააკრიტიკა

ტონი კროოსმა მესუტ ოზილი გააკრიტიკა

გერმანიის ნაკრების და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მესუტ ოზილზე ისაუბრა და თქვა რომ ოზილი არასწორად მოიქცა, როდესაც გერმანელები რასიზმში დაადანაშაულა. კროოსის აზრით ოზილმა პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიოს, რადგან ბოლო პერიოდში ის გერმანიის ნაკრებში ცუდად თამაშობდა: ”საფეხბურთო ფედერაციაში რასიზმი არ არის და არ მესმის ოზილმა ასეთი განცხადება რატომ გააკეთა. ის ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო […]

მესუტ ოზილი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

მესუტ ოზილი გერმანიის ნაკრებიდან წავიდა

მესუტ ოზილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ოზილის თქმით მას აღარ სურს გერმანიის ნაკრებში თამაში, რადგან იქ მას პატივს არ სცემენ და ხშირად უმიზეზოდ აკრიტიკებენ. ოზილი დარწმუნებულია რომ ის ამ კრიტიკას არ იმსახურებს: ”როდესაც ვიგებთ გერმანელი ვარ, ხოლო როცა რაღაც არ გამოგვდის მაშინვე ემიგრანტი ვხდები. ვგრძნობ რომ ბევრისთვის ნამდვილი გერმანელი არ ვარ, ამიტომ ჯობია ნაკრებში აღარ ვითამაშო. […]

მესუტ ოზილით იუვენტუსი დაინტერესდა

მესუტ ოზილით იუვენტუსი დაინტერესდა

არსენალის გერმანელმა ფეხბურთელმა მესუტ ოზილმა არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ზაფხულში ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა. ოზილის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ კლუბს სურს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი ნახევარმცველი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილის მომავალი გუნდი ტურინის იუვენტუსი იქნება, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. თვითონ ოზილს ჯერჯერობით […]

მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურს

მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურს

ლონდონის არსენალის გერმანელ ნახევარმცველს მესუტ ოზილს ბარსელონაში გადასვლა სურს და ეს ტრანსფერი შესაძლოა უკვე იანვარში განხორციელდეს. ოზილს არსენალთან კონტრაქტი ზაფზულში ეწურება, ამიტომ სავარაუდოდ არსენალი მას ზამთარში გაყიდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ითხოვს და ამის გამო ბარსელონამ შესაძლოა მის ყიდვაზე უარი თქვას. აღსანიშნავია ისიც რომ ოზილი წლების მანძილზე მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო და […]

ბარსელონა მესუტ ოზილის ყიდვას აპირებს

ბარსელონა მესუტ ოზილის ყიდვას აპირებს

ბარსელონამ იანვარში შესაძლოა არსენალის გერმანელი ნახევარმცველი მესუტ ოზილი იყიდოს. ოზილს უკვე დიდიხანია არსენალიდან წასვლა სურს, მაგრამ ჯერჯერობით მისი სხვა გუნდში გადასვლა არ ხერხდება. ბარსელონა მზად არის ოზილის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ამ თანხაზე არსენალი სავარაუდოდ უარს იტყვის და კატალონიელებს მოუწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა. შეგახსენებთ რომ ოზილი წლების მანძილზე ბარსელონას მთავარი მეტოქის მადრიდის რეალის […]

მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილის ყიდვას შეეცდება

მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილის ყიდვას შეეცდება

მანჩესტერ იუნაიტედი არსენალის ნახევარმცველით მესუთ ოზილით დაინტერესდა, რომელსაც სავარაუდოდ არსენალიდან წასვლა სურს. ოზილის ყიდვას მანჩესტერელები ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ მათ საწადელს ვერ მიაღწიეს. ბოლო პერიოდში ოზილი არასტაბილური თამაშით გამოირჩევა და მას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის მოედანზე ბოლომდე არ იხარჯება. მიუხედავად ამისა, გერმანელი ნახევარმცველის შეძენა ბევრ გუნდს სურს და მათ შორის ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი […]

მესუტ ოზილი არსენალში რჩება

მესუტ ოზილი არსენალში რჩება

არსენალის გერმანელი ფეხბურთელი მესუტ ოზილი არსენალიდან წასვლას აღარ აპირებს. ერთი პერიოდი აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ოზილი არსენალს დატოვებდა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა. როგორც ჩანს მესუტის გეგმები შეიცვალა, რადგან მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის არსენალის ერთგულია და კიდევ რამდენიმე წელიწადი ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. გარდა ამისა, ოზილმა ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზეც ისაუბრა და […]