ჭდე: მეტრო

13-14 აგვისტოს მეტროს განრიგი იცვლება

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად. მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ “დიდუბიდან” “სადგურის მოედნამდე”. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “დიდუბემდე” და “სადგურის მოედნიდან” “ვარკეთილამდე” . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

პატრული კახა ბაკაშვილი მეტროში შშმ პირის ცემას აღიარებს

პატრული კახა ბაკაშვილი მეტროში შშმ პირის ცემას აღიარებს

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი ბრალს აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბაკაშვილი აღნიშნულ პოზიციას დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირებს, დაცვის მხარე კი მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება მეორე პატრულ-ინსპექტორს, ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც უშუალოდ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას ედავებიან, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე […]

“ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს” – რას ყვება მეტროში ნაცემი 17 წლის ბიჭი

"ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს" - რას ყვება მეტროში ნაცემი 17 წლის ბიჭი

17 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციელის მხრიდან წამების და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, პირველ ინტერვიუს “ტვ პირველს” აძლევს. შშმ პირი აღწერს, რა მოხდა მეტროსადგურ “ისანში”. მისი განცხადებით, პოლიციამ ის სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, სამორიგეო ოთახში შეიყვანა და მუშტებს თავში ურტყამდა. “კიბეზე რომ ჩავდიოდი, დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს. ორნი იყვნენ. უმიზეზოდ მცემეს, ძალადობის შემდეგ გამიშვეს”- ყვება […]

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

თბილისის ისანის მეტროში პატრულმა 18 წლის მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცემია ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელი გამეტებით მუშტებს თავისა და სახის არეში ურტყამს. სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მამაკაცი მის კითხვებს ვერ პასუხობდა. სასტიკ ანგარისსწორებამდე სამართალდამცველს შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო […]

თბილისში მეტრო გაჩერდა – მგზავრები ავარიულიდან გაიყვანეს – ვიდეო

თბილისში მეტრო გაჩერდა - მგზავრები ავარიულიდან გაიყვანეს - ვიდეო

დღეს საღამოს 7 საათისთის მარჯანიშვილის სადგურისკენ მიმავალი მეტროს შემადგენლობა გაჩერდა და მგზავრები ავარიული გასავლელიდან გაიყვანეს

მეტროსადგური “გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

„300 არაგველზე“ ევაკუაციის შემდეგ მგზავრების შეშვება განახლდა

მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს […]

დაინფიცირებული მეტროს მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაინფიცირებული მეტროს მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული 30 ადამიანი ინფიცირებულია. პროფკავშირში აცხადებენ, რომ მეტროს სრულფასოვანი მუშაობისათვის დღის ჭრილში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო ადგილზე დასაქმებულია 220 მემანქანე. “გამომდინარე აქედან, სამუშაო გრაფიკს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ავსებდა ის რაოდენობა მემანქანეებისა, რაც ჯერ კიდევ ახერხებდა მუშაობას. გარდა მემანქანეებისა, სხვადსხვა სამსახურებში კოვიდის გავრცელება საფრთხილო ნიშნულს გასცდა, შესაბამისად […]

კალაძე – “მეტრო არ გაჩერდება, მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ”

მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა. დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება. კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო […]

თბილისის მეტროში მოძრაობა აღდგა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

თბილისის მეტროში მოძრაობა აღდგა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება დაახლოებით 09:20 წუთზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

თბილისში მეტრო გაჩერდა

თბილისში მეტრო გაჩერდა

თბილისის მეტროში შეფერხებაა. მატარებლები სხვადასხვა სადგურზე დაახლოებით 30 წუთია გაჩერერებულია. „დაახლოებით ნახევარი საათია, რაც სადგურის მოედანზე ვართ გაჩერებული. დისპეჩერმა გასცა ბრძანება, რომ ყველა მატარებელი გაჩერებულიყო. არ ვიცით მიზეზი, რის გამო გავჩერდით“, – განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა „ინტერპრესნიუსს“. თავის მხრივ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მეტროს შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.