ჭდე: მეხის დაცემა

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში, „კოხტა გორაზე“ საბაგიროს მეხი დაეცა. არსებული ინფორმაციით, მეხის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ბორჯომი ტვ-ის ფოტოები

ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცა

ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მარცხენა ხელი დაბუჟებული მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, დღეს 300 ლარის წამალი ვიყიდე“,- ამბობს დაშავებული ქალი რადიო „ნორთან“. მერის წარმომადგენლი, ანდრანიკ წარუკიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ელვამ სოფელში ზიანი რვა ადგილობრივს მიაყენა. „დაიწვა ტელევიზორები, წყლის გამათბობლები და […]

ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

19 ოქტომბერს ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან, გარდაცვლილი კაცი იპოვეს, მას სავარაუდოდ მეხი დაეცა. მომხდარზე დაწყებულია ძიება. გარდაცვლილი, დახოცილ პირუტყვთან ერთად მესაზღვრეებმა დღის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათზე იპოვეს. “მესაზღვრეებმა სოფელ სამების მიმდებარედ, მთებში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით ორნი იყვნენ და ცხვრის ფარას მწყემსავდნენ. ერთია გარდაცვლილი, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არ არიან”, – ამბობს […]

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა – ტრაგედიის ახალი დეტალები

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა - ტრაგედიის ახალი დეტალები

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული. იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, […]

“ბათუმში შერატონს მეხი დაეცა და ლიფტი გაითიშა” – რა გადახდა სტეფანე მღებრიშვილს

"ბათუმში შერატონს მეხი დაეცა და ლიფტი გაითიშა" - რა გადახდა სტეფანე მღებრიშვილს

ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონს“ მეხი დაეცა  – ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გაავრცელა. მომღერალი ბათუმში სოლოკონცერტის გასამართად ჩამოვიდა. სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც 3 აგვისტოს, საღამოს, მომღერალს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ფეისბუქლაივით ჩაერთო, რომლის დროსაც თქვა: “დილის ცხრა საათზე გავიღვიძე ჭექა-ქუხილისგან, შერატონს  დაეცა მეხი, ლიფტებიც კი გაითიშა და ჩამოვედით სათადარიგო ლიფტებით”. “ბათუმელებმა” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად სასტუმრო „შერატონს“ […]

”ძალიან გამიმართლა” – როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი

”ძალიან გამიმართლა” - როგორ გადარჩა მეხდაცემული რუსი ტურისტი

რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე მეხი დაეცა, სამაშველო ვერტმფრენმა რუსი ტურისტის კლინიკაში გადმოყვანა ვერ შეძლო, რის გამოც ევაკუაცია კერძო საფრენი აპარატით განხორციელდა. რუსეთის მოქალაქე ამ წუთებში სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს. ვლადისლავ პოპოვი მომხდარს „კურიერთან“ საუბრისას იხსენებს. „7-8 კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე, ორი უკვე ასული იყო და დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, 10 მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა, არ […]

ბახმაროში მეხის დაცემამ კაცი მოკლა

ბახმაროში მეხის დაცემამ კაცი მოკლა

ბახმაროში მეხის დაცემას კაცი ემსხვერპლა.  უბედური შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულის გადმოსვენება ვერ ხერხდება, რადგან უამინდობის გამო ადიდებულია მდინარე ბახვის წყალი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს კალაპოტის გაჭრა. ბახმაროში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია. იმედინიუსი

ქუთაისი-კავალას თვითმფრინავს მეხი დაეცა – ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

ქუთაისი-კავალას თვითმფრინავს მეხი დაეცა - ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც რეისი სოფიაში დაჯდა. შესაბამისად, ფრენა გადაიდო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშიც, საიდანაც მგზავრები სალონიკის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ. „დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის […]

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იგორ ლანსკოი ყირიმში მეხმა მოკლა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იგორ ლანსკოი ყირიმში მეხმა მოკლა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იგორ ლანსკოი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. ტრაგედია იალტაზე მოხდა, სადაც 41 წლის რუსი საჯარო მოხელე ისვენებდა. ლანსკი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. პირველი