ჭდე: მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია“ Facebook-ში ავრცელებს. როგორ დიღმელაშვილი დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ერთკაციანი აქცია ჰქონდა და შენობას კვერცხები ესროლა. შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის აღნიშნული ფორმით გუშინ, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავება გააპროტესტა. იპნ

კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხდება

კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხდება

მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი განიხილება. “ქრონიკის” ინფორმაციით, ამ ცვლილებას პრემიერმინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის დასახელების შემდეგ გაახმოვანებს. უწყება, რომელსაც ამ ეტაპზე კახიშვილი ხელმძღვანელობს, სტრუქტურილი ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროსთან ერთიანებდა. გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელად კი, გავრცელებული ცნობით, კვლავ თეა წულუკიანი დაინიშნება. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს შალვა თადუმაძეს, ის ცოტა ხნის წინ მთავარი პროკურორობის კანდიდატად […]

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შალვა თადუმაძე დაინიშნა. თადუმაძე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. შალვა თადუმაძე 2012 წლიდან დღემდე მთავრობის საპარლამენტო მდივნი იყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. ნიუპოსტი