ჭდე: მიგრანტები

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ზონა გაარღვია და პოლონეთში, სოფელ სტარჟინას მახლობლად შევიდა, – ინფორმაციას Reuters პოლონეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ვითარება საზღვარზე სულ უფრო დაძაბული ხდება. ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლის იმედით ბელარუსში გაემგზავრა, თუმცა საზღვარზე მობილიზებული სამხედრო პერსონალის გამო მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. ადამიანებს რთულ პირობებში, სიცივესა და ყინვაში […]

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავში 17 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 3 გადარჩენილი, 2 მამაკაცი და 1 ქალი, სამხედრო ვერტმფრენით ტენერიფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, ნავში მყოფი მიგრანტები სუბსაჰარული აფრიკიდან იყვნენ. აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩამსვლელი მიგრანტების რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური […]

ტრამპმა აშშ-ში მიგრანტების მიღება დროებით შეწყვიტა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება. „უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. […]

აშშ-მ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა

აშშ-მ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა. ახალი წესების მიხედვით, ჰონდურასელი, გვატემალელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მექსიკის ხელისუფლება მათ თავშესაფარზე უარს ეტყვის. შესაბამისი განკარგულება სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული წესები არ შეეხება იმ პირებს, ვინც აშშ-ში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიყვანეს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები […]

ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება – რა ბედი ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ევროპაში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდება - რა ბედი ელის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ბოლო დღეებში ისევ აქტუალურია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. მმართველ პარტიაში პრობლემას ვერ ჩქმალავენ, თუმცა, აცხადებენ, რომ არსებული საფრთხე კრიტიკულ ნიშნულზე ჯერ არ დასულა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი საგანგაშო გახდა. დასავლელი პოლიტიკოსები ასკვნიან, ამის მიზეზია სიდუხჭირე და უმუშევრობა, ასევე – კანონის უზენაესობის შესუსტება. ევროპა იღებს ზომებს მიგრაციის ტალღების, თავშესაფრის მაძიებელი […]

ტრამპი – „თავშესაფრის მაძიებლებს ვეღარ მივიღებთ, ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო”

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჩვენი ქვეყანა მიგრანტებით გაივსო, პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს ეწვია. „თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას. აშშ-ს […]

ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის 2 დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა

ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის 2 დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა

ესპანეთის სანაპირო დაცვამ 2019 წლის დასაწყისში, ორი დღის განმავლობაში 401 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვას ცდილობდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ ესპანეთის უსაფრთხოებისა და ზღვაზე გადარჩენის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. უწყების წარმომადგენლის თქმით, სამშაბათს გიბრალტარის სრუტეში და ალბორანის ზღვაში 111 ადამიანი გადაარჩინეს, ხოლო ოთხშაბათს – 290 ადამიანი. 2015 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ […]

ესპანეთში 600 აფრიკელი მიგრანტი შეიჭრა

ესპანეთში 600 აფრიკელი მიგრანტი შეიჭრა

აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, სეუტაში, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, აფრიკელი მიგრანტები შეიჭრნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მიგრანტები ქალაქის მოსაზღვრე სახელმწიფოდან, მაროკოდან არიან. მათი შეჩერება მესაზღვრეებმა და პოლიციამ სცადა, თუმცა მიგრანტებმა საზღვარზე არსებული ღობე გაჭრეს და ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაინც შეიჭრნენ. მათ პოლიციელებს ქვებისა და ფეკალური მასების სროლა დაუწყეს, ქვებით დაამსხვრიეს პოლიციელთა ავტომობილების ფანჯრები და პოლიციელებს გაზის პატარა ბალონებიდანგაშვებული ცეცხლით იგერიებდნენ. დაშავებულია […]