ჭდე: მიკროავტობუსი

ქუთაისში მიკროავტობუსში 59 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში მიკროავტობუსში 59 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში, მიკროავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმთაიმს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 59 ქალია. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მოსწავლეები მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

მოსწავლეები მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი სააბონემენტე სისტემა ამოქმედდება. ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. ახალი სააბონემენტე სისტემის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და […]

ოზურგეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა – მძღოლი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

16 ოქტომბერს ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მიკროავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შსს პრესსამსახური. მათი ინფორმაციით საქმე აღძრულია 276 მუხლის 6 ნაწილით. გურიანიუსი

თბილისში პსპ-ს მიკროავტობუსი დაიწვა

თბილისში პსპ-ს მიკროავტობუსი დაიწვა

დაახლოებით ერთი საათის წინ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. მიზეზი ხანძარია, რომელიც მიკროავტობუსს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაუმართავი ელექტრობის გამო აალდა. მძღოლმა ტრანსპორტიდან გამოსვლა დროულად მოასწრო და არ დაშავებულა. ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას მანქანა უკვე დამწვარი დახვდა. მიკრო ავტობუსი კომპანია “პე-ეს-პეს” ეკუთვნის. რუსთავი 2

კალაძე თბილისში ახალი მიკროავტობესების შემოყვანას აპირებს – “ძველების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს”

კალაძე თბილისში ახალი მიკროავტობესების შემოყვანას აპირებს - "ძველების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"

დედაქალაქის მერის თქმით, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მიკროავტობუსების მგზავრთა რაოდენობამ იკლო. კახა კალაძის განცხადებით, მგზავრები არჩევანს კომფორტულ ტრანსპორტზე აკეთებენ, თუმცა მიკროავტობუსები, მიუხედავად იმისა რომ მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილებაში ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. “აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია, ამის მიზეზი გეტყვით, რა იყო.  ჩვენ ავიყვანეთ ფრანგული კომპანია “სისტრა,“ რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება […]

ბაღდათთან მიკროავტობუსი ამობრუნდა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათის სოფელ ვარციხეში არსებულ ხიდზე გადაბრუნდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა – ვიდეო

რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა - ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-რუსთავის სარკინიგზო მონაკვეთზე. ერთმანეთს “ფორდი”-ს მარკის მიკროავტობუსი და სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მიკროავტობუსში რუსთაველები იმყოფებოდნენ, მათ ავტომობილიდან დროულად მოახერხეს გადმოსვლა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც რელსებზე თვითნებურად არის გაკეთებული გადასასვლელი, სწორედ ამ გადასასვლელით სარგებლობის დროს მიკროავტობუსი ჩავარდა ლიანდაგებში და გაიჭედა. ინფორუსთავი

სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა

სვირთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები დაშავდნენ, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა. “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მოძრაობის წესები მიკროავტობუსის მძღოლმა დაარღვია, რის გამოც […]

ეწერთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა

ეწერთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის განყოფილებაში განუცხადეს, ყველა მგზავრი უვნებელი გადარჩა, მხოლოდ 2 მგზავრი გადაიყვანეს მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში. ინტერპრესნიუსი

თბილისში მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

თბილისში მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი არც ერთი მიკროავტობუსი გაზზე აღარ მუშაობს. ინფორმაციას მერიის სტარნაპოსრტო სამსახური ავრცელებს. გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. ეს ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა. 2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტრანსპორტის სამსახური საქართველოს […]