ჭდე: მიხეილ კალანდია

  დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს - სხდომა დაიხურა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის […]

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე შეეფარდა

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს […]

ადვოკატი – მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს 

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს – ეს იმ შემთხვევაში, თუ კალანდიას სასამართლო პროცესზე ისევ არ დაასწრებენ. მიხეილ კალანდიამ პროტესტის ნიშნად, უკვე რამდენიმე სხდომა გააცდინა და მონაწილეობა მას დისტანციურად არ მიუღია. “თუ ის, დღესაც არ იქნება წარმოდგენილი უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე იგი იწყებს უვადო შიმშილობას. მისი მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს […]

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა

სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხორავას […]

მირზა სუბელიანის შვილი – ”მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის”

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე მირზა სუბელიანის შვილმა, ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს. როგორც სუბელიანმა განმარტა, ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია, თუმცა აცხადებს, რომ კალანდია მკვლელი არაა. მისივე განცხადებით, მას კალანდია ფარდულთან შემხებლობაში არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ დავით სარალიძე […]

გიორგი ჯანაშიამ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პირმა სასამართლოში ამავე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. გიორგი ჯანაშია ბრალდების მხარის მოწმეა. ის დღეს სასამართლოში თითქმის, 4 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, მოწმის სტატუსით დაკითხულმა გიორგი ჯანაშიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. კერძოდ კი, მისივე შეფასებით, მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, […]

“ხორავას ქუჩის საქმე”: მიხეილ კალანდია პროცესების გასაჯაროებას ითხოვს

“ხორავას ქუჩის საქმე”: მიხეილ კალანდია პროცესების გასაჯაროებას ითხოვს

“ხორავას ქუჩის საქმედ” ცნობილი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც ოთხი მოწმე დაიკითხა. მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პროკურორს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ყველა სხდომის გასაჯაროება. “პროცესის გახსნის შუამდგომლობა დღეს არ გაჟღერებულა, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული შუამდგომლობით მიმართეს ბრალდების მხარეს, თუმცა ჩვენამდე ეს შუამდგომლობა არ მოსულა,” – განაცხადა საქმის პროკურორმა. თუმცა, თოდუა აცხადებს, რომ გენერალურ […]

ადვოკატი თოდუა -“ზაზა სარალიძე წესიერი კაცია, მაგრამ მას მართავდა ზვიად კუპრავა, რომელსაც პრემიერობა უნდოდა”

ადვოკატი თოდუა -"ზაზა სარალიძე წესიერი კაცია, მაგრამ მას მართავდა ზვიად კუპრავა, რომელსაც პრემიერობა უნდოდა”

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, საქმეში ორი პოლიტიკური ძალის – “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” ინტერესი იკვეთება და ამ ორი ძალის მოქმედების პროდუქტია მიხეილ კალანდიას დაკავება. როგორც თოდუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზაზა სარალიძეს კონკრეტული პირები მართავდნენ. „ამ საქმეში პოლიტიკისგან გვერდის ავლა […]

“მიხეილ კალანდია პოლიტიკური დაკვეთითაა დაკავებული” – ადვოკატი თოდუა სახალხო დამცველს მიმართავს

მიხეილ კალანდია - "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს. როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მას საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ. „მიხეილ კალანდიას საქმეში 16 აგვისტოს ჩავერთე, შევისწავლე საქმის მასალები მთლიანად და ვაცხადებ, რომ იგი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების პოლიტიკური დაკვეთის შედეგად დაკავებული […]

ლუკა კალანდია – “მიხეილ კალანდიას პროცესი ღია უნდა იყოს”

ლუკა კალანდია - "მიხეილ კალანდიას პროცესი ღია უნდა იყოს"

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა, პროცესები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯაროდ უნდა ჩატარდეს და საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. „გასულ სხდომაზე აღკვეთი არ შეუცვალეს, არც ველოდებოდით შეცვლას, ისედაც უდანაშაულოდ არის […]