ირანმა შესაძლოა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროს ირანის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხო საუბარი. – შევთანხმდით მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები კულტურისა […]