ჭდე: მლეთა

სატვირთოს, რომელსაც თბილისში ავეჯი გადმოჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

სატვირთოს, რომელსაც თბილისში ავეჯი გადმოჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მლეთაში მოხდა – ავტომობილს თბილისში ავეჯი გადმოჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ფაქტზე გამოძიება ცეცხლის წაკიდების შედეგად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ნიუპოსტი

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა – ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა - ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა, მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყავთ. ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია. წყალდიდობამ მეწყერიც გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, წლებია, ამ საშიშროების წინაშე დგანან, თუმცა, მუნიციპალიტეტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ ახორციელებს. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა, ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პირადად გააფრთხილა და ტერიტორიის […]