ჭდე: მოტოციკლი

195 მოტოციკლის ღირებულება შეამცირა – 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

195 მოტოციკლის ღირებულება შეამცირა - 1 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228.150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი, რომელთა დეკლარირებისას და რეალიზაციისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების […]

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ილიკო სუხიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სუხიშვილს შესაძლოა, ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდეს. ის შესაბამის სამედიცნიო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, […]

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა, ქვეითი გადარჩა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა 15 თებერვალს, გვიან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი დაშავდა, ხოლო მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი

მამა-შვილი მოტოციკლით ლაგოდეხში ფორდ ტრანზიტს შეასკდა – შვილი დაიღუპა

ბათუმში 55 წლის კაცი 13 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროვებდა, გოგონა შეუძლოდ გახდა

ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]

ზუგდიდში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ზუგდიდში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ მოტოციკლის მძღოლს ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლაიას თქმით, ის საოპერაციო ბლოკში სასწრაფო ჩვენებით მოათავსეს. „პაციენტი შემოიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობებით, ასევე, გულმკერდის დახურული ტრავმით. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით საოპერაციო ბლოკში მოათავსეს“, – უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლაიამ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდში ერთმანეთს […]

თბილისში ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

თბილისში ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

ავარია მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს მოტოციკლი და მერსედესის მარკის მინივენი შეეჯახნენ. მოტოციკლის მძღოლი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ავტომობილის მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. ადგილზე საპტრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. მომხდარის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხდა. იმედინიუსი

თბილისში მოტოციკლი ავტობუსს შეასკდა – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ახალციხეში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო _ სასაფლაოდან დაბრუნებულს უთქვამს, მეუღლე მომენატრაო

თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბექა. ბ მოტოციკლს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და ავტობუსს შეასკდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. “ნიუპოსტი” დეტალების გარკვევას შს სამინისტროში. ცდილობს.

საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა

საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი. ფოტო: rustavi2.ge