ჭდე: მოწამვლა

უკრაინელი დეპუტატი მოწამლეს

უკრაინელი დეპუტატი მოწამლეს

უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს. პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, ამის შესახებ გამოცემა “სააგენტოს” რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ. მედიის ცნობით, მარტში უმეროვმა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დატოვა. გამოცემის წყაროების ცნობით, დეპუტატი კიევში მოწამლეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უმეროვთან ერთად უბრალო ხალხიც დაზარალდა, მაგრამ ეს არ იყო “ნოვიჩოკით” მოწამვლა. გავრცელებული ცნობით, […]

ოზურგეთში გაზით 4 ადამიანი მოიწამლა

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. 3 წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, […]

ბორჯომში მამა-შვილი სოკომ მოკლა

ბორჯომში მამა-შვილი სოკომ მოკლა

ბორჯომში მცხოვრები მამა-შვილი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, მათ სოკო მიირთვეს და მოიწამლნენ. სამედიცინო ცენტრში კი ჯერ მამა, მეორე დღეს კი შვილი შეიყვანეს. ორივე მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 40 წლამდე და 70 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი გარდაიცვალა. ბორჯომი ტვ

ლევან ვასაძე მოწამლეს – თბილისის კლინიკიდან ის სასწრაფოდ თურქეთში გადაიყვანეს

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

“მთავარია არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა ერის დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მძიმე მდგომაროებაშია.  ბიზნესმენი ამ დროისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. ის გუშინ სასწრაფო ჩარტერით  გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძე ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდება. მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი გუშინ, 23 ივნისს, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ […]

ხელვაჩაურის ფაბრიკის 45 თანამშრომელი საკვებით მოიწამლა

ხელვაჩაურის ფაბრიკის 45 თანამშრომელი საკვებით მოიწამლა

ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სამკერვალო საწარმოში, 45 თანამშრომელი მოიწამლა. ერთ-ერთი ვერსიით, მასობრივი  ინტოქსიკაცია ხორცით მოხდა. ადგილზე 10-მდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და პოლიციაა მობილიზებული. შპს “ფასთ თრექის” ადმინისტაციის უფროსის განმარტებით, ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა დღის ბოლოს დაფიქსირდა. ბათუმელების ცნობით, ერთი ოპერატორი სუნთქვის აპარატზეა, თანამშრომლების ნაწილს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, ნაწილი კი კლინიკებში გადაიყვანეს. კომპანიის ინფორმაციით, საკვებს […]

გახარიას დამფინანსებელი კონრად ბაბუნაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა

გახარიას დამფინანსებელი კონრად ბაბუნაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა

კომპანია ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი, კონრად ბაბუნაშვილი შაბათის ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის და მისი პარტნიორი ლიკვიდაციის მიზნით მოწამლეს. ბაბუნაშვილი იმ კომპანიის დირექტორია, რომელიც  გიორგი გახარიას კამპანიას დააფინანსებს. მისი მტკიცებით, სისხლში ჰემოფილიის სამკურნალო პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც მას თრომბი განუვითარდა. ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ის ეჭვობს, რომ მის მოწამვლასთან ხელისუფლების პირველი პირები არიან […]

ახალციხეში გაზით 3 ადამიანი მოიწამლა

თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია

ქალაქ ახალციხეში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა, რის გამოც სამი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. სასწრაფოს ექიმის მაია ქიტიაშვილის თქმით, ორი პაციენტის – ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯერ ადგილზე გაეწია, მოგვიანებით კი […]

თბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. მათგან 2 არასრულწლოვანია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში, კვების ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ობიექტს ამოწმებენ. რუსთავი 2

“გონებას სანამ დაკარგავდა, შვილიშვილმა სასწრაფო გამოიძახა… მერე მეზობელმა კარი შეამტვრია” – რა მოხდა რუსთავში

"გონებას სანამ დაკარგავდა, შვილიშვილმა სასწრაფო გამოიძახა... მერე მეზობელმა კარი შეამტვრია" - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში ერთი ოჯახის 2-მა წევრმა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია მიიღო. CO-თი 64 წლის ქალი და მისი 23 წლის შვილიშვილი მოიწამლნენ. როგორც “ინფო რუსთავს” მეზობლებმა განუცხადეს, სანამ შვილიშვილი გონებას დაკარგავდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება მოასწრო. “ჯერ იბანავა ოჯახის უფროსმა. მერე შევიდა შვილიშვილი და მან რომ თავი ცუდად იგრძნო, ბებიას შეხედა, რომელიც უკვე გონდაკარგული იყო. სასწრაფოში […]

რუსეთში კანონიერი ქურდი როლანდ ჩიკვაიძე მოწამლეს

რუსეთში კანონიერი ქურდი როლანდ ჩიკვაიძე მოწამლეს

ომსკის ციხეში გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, კახა ფარფალიას ბუნდოვანი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში ასევე ბუნდოვან ვითარებაში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“, როლანდ ჩიკვაიძე გარდაიცვალა. 65 წლის ჩიკვაიძეს კრიმინალურ წრეებში „როლანდ ქუთაისკის“ სახელით იცნობდნენ. ის 10 ოქტომბერს, პეტერბურგის საავადმყოფოში მწვავე სეფსისით შეიყვანეს, რომელიც მომწამლავი ინექციით იყო გამოწვეული. ექიმებმა ჩიკვაიძის გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ქართველი […]