ჭდე: მსხვერპლი

ბოლო ზარი ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა – 1 გარდაიცვალა

ბოლო ზარი ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა - 1 გარდაიცვალა

,,ბოლო ზარი” მსხვერპლით დასრულდა. ბორჯომში, ,,მწვანე მონასტრის” ტერიტორიაზე, მანქანა მდინარეში გადავარდა. მაშველებმა მანქანიდან ერთი გარდაცვლილი და დაშავებული მოსწავლეები ამოიყვანეს. დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის სოფელ ლარების მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე ამოიყვანეს. ჯეო ჰოსპიტალის კლინიკი ხლმძღვანელმა კურიერს განიცხადა, რომ ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა […]

ზუგდიდში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ზუგდიდში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ერთ-ერთ მანქანაში ახალგაზრდების ჯგუფი იჯდა, რომლებიც დაბადების დღიდან ბრუნდებოდა. ავარია პუშკინის ქუჩაზე მოხდა. რუსთავი 2

მარიუპოლში სამშობიაროზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

მარიუპოლში სამშობიაროზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ბავშვიც. დაბომბვისას დაშავდა 17 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის საბჭო „ტელეგრამში“ ავრცელებს. „დღეისთვის ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ტერორისტული დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა – ქალები, ბავშვები და ექიმები. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მათგანი […]

გაერო – უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო - უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 707 ადამიანი დაშავდა. მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს. სტატისტიკა რეგიონების მიხედვით: დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 86 დაიღუპა და 385 დაიჭრა. კერძოდ, 355 – უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 116 – ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სხვა რეგიონებში 265 დაიღუპა და […]

ქუთაისში ხანძარს ავადმყოფმა მამაკაცმა ვერ გამოასწრო

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ასაკოვანი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა გარდაცვლილ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ვერ გამოასწრო. გარდაცვლილის გამოსვენება კორპუსიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. პრაიმ ტაიმი

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 102-მდე გაიზარდა

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება, 847 კი უკვე გაწერეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული. იპნ

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, დაშავებულია 790 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოჯახის წევრიც. ალბანეთში დამანგრეველი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პირველი არხი

ჰაიტიზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ჰაიტიზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ჰაიტიზე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-ს აღწევს. ამის შესახებ CNN წერს. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ პორ-დე-პედან 19 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას დაფიქსირდა. იმედინიუსი

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1.200-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1.200-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1.200-ს გადააჭარბა, კიდევ 2.000-მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა. ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 […]

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, მომხდარი მიწისძვრისა და წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48 ადამიანამდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 356-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. გუშინ ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. პირველადი ინფორმაციით, დაღუპული იყო 30 და 12 – დაშავებული. მიწისძვრის შედეგად,  წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი […]