ჭდე: მტკვარი

ქალი, რო­მე­ლიც დღეს, თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვრი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა

ქალი, რო­მე­ლიც დღეს, თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვრი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა

ქალი, რო­მე­ლიც დღეს, თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვრი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს. ად­გილ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერჯერობით უც­ნო­ბია.

მისი ნივთები ნაპირზე ნახეს – რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

მისი ნივთები ნაპირზე ნახეს - რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირბელი ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით, გამვლელებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ნივთები და პირადობის დამადასტურებელი საბუთი ნაპირზე ნახეს, რის შემდეგაც 112-ში დარეკეს. სავარაუდოდ, 60 წლამდე კაცი ადიდებულ მდინარეში სუიციდის მიზნით შევიდა.

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

მდინარე მტკვარში 60 წლის მამაკაცს ეძებენ. უბედური შემთხვევა გუშინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მოხდა. მამაკაცი, რომელიც საქონელს მწყემსავდა, გასაგრილებლად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ოპერაციაში ჩართული არიან მყვინთავები და სპეცტექნიკა. რუსთავი 2

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი მტკვარში, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ქალი წყალში მეთევზემ დაინახა და პოლიციაში დარეკა. 54 წლის ქალი სახლიდან 2 აპრილს გავიდა და მას შემდეგ მისი საძიებო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

რუსთავში მტკვარში 60 წლის ქალს ეძებენ

რუსთავში მტკვარში 60 წლის ქალს ეძებენ

რუსთავში მტკვარში ადამიანს ეძებენ. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის კალაპოტში 60 წლამდე ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით ქალი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მდინარის კალაპოტთან სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟია მობილიზებული.

გორში მტკვარში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში მტკვარში ასაკოვანი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორში მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის დაასრულეს. გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია.

დიდუბის ხიდთან მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს

დიდუბის ხიდთან მტკვრიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ქალი იყო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. „ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა. ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ […]

რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ – ნაპირზე მისი ნივთები იპოვეს

რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ - ნაპირზე მისი ნივთები იპოვეს

რუსთავში, მტკვარში შუახნის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც მაშველები, ისე მყვინთავები. “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე ნაპოვნია კაცის პირადი ნივთები. რუსთაველი მამაკაცი, რომლის სამძებრო სამუშაობიც ამ წუთებში მდინარეში მიმდინარეობს, 2 დღის წინ გაუჩინარდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის და სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

რუსთავში მტკვარში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

რუსთავში მტკვარში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მტკვარში 15 წლამდე ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭს ე.წ. წყალსაქაშის ტერიტორიაზე ჯებირთან ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. ადგილზე მოზარდის საძიებო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. როგორც ინფო რუსთავს თვითმხილველმა მეთევზემ განუცხადა 3 არასრულწლოვანი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე თამაშობდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. ინფორუსთავი

რუსთავში მტკვარში, რესტორან მონოპოლთან, მოზარდს ეძებენ

რუსთავში მტკვარში, რესტორან მონოპოლთან, მოზარდს ეძებენ

რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ. საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი 2 მეგობართან ერთად იყო, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჯებირიდან გადავარდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.