ჭდე: მუსა ხანგოშვილი

მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მუსა ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის სასამართლოს მოსამართლემ, რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მუსა ხანგოშვილს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობა ედება ბრალად. ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებული ხანგოშვილი ბრალს არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. რუსთავი 2

მუსა ხანგოშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

მუსა ხანგოშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

მუსა ხანგოშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაკავებულს დიაბეტის გამო შეექმნა. მანამდე კი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ ხანგოშვილს იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას პოლიციელის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ, რაც ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ყვარლის იზოლატორთან იმყოფებოდნენ ხანგოშვილის […]

გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს

გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს

რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი 4 აგვისტოს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. ის საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში […]