ჭდე: მუხიანი

მუხიანში, საცხოვრებული კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიფტში ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება.

მუხიანში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ კორპუსში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 3 დღის გარდაცვლილები არიან. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ქირით ცხოვრობდნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.

“ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს” – მუხიანში დღეს ნაპოვნი დავით თევზაიაა

"ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს" - მუხიანში დღეს ნაპოვნი დავით თევზაიაა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომლიც მუხიანში დღეს დილით გარდაცვლილი ნახეს, 36 წლის დავით თევზაიაა. მისი ცხედარი მეზობლებმა გობრონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობენ, რომ თევზაიას პრობლემები არ ჰქონდა, ხოლო ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ […]

მუხიანში სახლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მუხიანში ახალგაზრდა კაცის  ცხედარი იპოვეს – გამოძიებამ უნდა დაადგინოს უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თვითმკვლელობასთან. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, გომბრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა 35  წლის მამაკაცის ცხედარი დღეს დილით, ეზოში იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვლილი ამავე ბინაში ცხოვრობდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი “ვაგზლის მოედანზე” მცირე ბიზნესის მფლობელი იყო. მეზობლები ამბობენ, რომ მას სუიციდის არანაირი მოტივი არ ჰქონდა. ვრცელდება […]

„მუხიანში სადარბაზოში ორი გველი იყო გაშხლართული… რა ეშველება ამ მიტოვებულ ქვეყანას“ – ლიკა ყიფშიძე

„მუხიანში სადარბაზოში ორი გველი იყო გაშხლართული... რა ეშველება ამ მიტოვებულ ქვეყანას“ - ლიკა ყიფშიძე

ლიკა ყიფშიძე ფეისბუქზე წერს: „გველები ჩვენს სადარბაზოებში მუხიანში, ჩემი დის სადარბაზოში ორი გველი იყო გაშხლართული. სანამ სპეციალური სამსახურიდან მოვიდნენ გაქრნენ. სამსაახურის თანამშრომლებს მხოლოდ დასაჭერი კაუჭები ჰქონდათ. შეწამვლა 70 ლარი ღირს, გადაიხადეთ და მოვიტანთ შესაწამლსო. არც ბალახებს კრეჭენ, აღარც წამლავენ, გაივსო ქალაქი ქვეწარმავლებითა და მღრღნელებით. რა ეშველება ამ მიტოვებულ ქვეყანას, ყველაფერში უპატრონობა იგრძნობა!“

მუხიანში, 175-ე სკოლაში, გამოცდაზე აბიტურიენტი ცუდად გახდა

მუხიანში, 175-ე სკოლაში, გამოცდაზე აბიტურიენტი ცუდად გახდა

მუხიანში, 175-ე საჯარო სკოლაში, გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა. როგორც EDU.ARIS.GE- წერს, გოგონას დახმარება შიდა ტერიტორიაზე განთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს. აბიტურიენტი ცუდად უჰაერობის გამო გახდა. ექიმებმა სატელეფონო კონსულტაცია გაიარეს და გადაწყდა, რომ გოგონა ტესტზე მუშაობას გააგრძელებს. მსგავსი სიტუაციის დროს აბიტურიენტს საგამოცდო დროსაც უმატებენ. დღეს 2021 წლის აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდა […]

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

მუხიანში სუსის სპეცოპერაციის დროს ავარია მოხდა

დღეს სუსმა 3 პირი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავა, რასაც ინციდენტი მოჰყვა. დაკავება მუხიანში განხორციელდა. რომლის დროსაც დასაკავებელმა პირებმა გაქცევა სცადეს. შედეგად გობრონიძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ინფორმაცია “მთავარს” სუს-შიც დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავების ღონისძიებისას სამმა პიროვნებამ მიმალვა სცადა, რომლის დროსაც შეჯახება მოხდა. სამივე ბრალდებული დაშავებულია, ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აფეთქება მუხიანში – დაიღუპა 50 წლამდე მამაკაცი

აფეთქება მუხიანში - დაიღუპა 50 წლამდე მამაკაცი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა, თუმცა ხანძარს ადგილი არ ჰქონია. რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ხანძარი მუხიანში – მეხანძრეებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი გადაარჩინეს

ხანძარი მუხიანში - მეხანძრეებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი გადაარჩინეს

მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია შევიდა, რომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის […]

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, მუხიანში, ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსიცაა. შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. რუსთავი 2