ჭდე: მფრინავი მანქანა

იაპონიაში მფრინავი ავტომობილი დაამზადეს და მალე გამოცდიან

იაპონიაში მფრინავი ავტომობილი დაამზადეს და მალე გამოცდიან

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის სრულმასშტაბიანი პროტოტიპის გამოსაცდელად მომზადების პროცესი დასრულდა. გაზეთის Sankei ცნობით, მფრინავი მანქანის გამოცდა აიტის პრეფექტურის ქალაქ ტოიოდაში ჩატარდება, სადაც საავტომობილო გიგანტის Toyota Motor ქარხნები და შტაბბინა მდებარეობს. მანქანა 4 ვინტითაა აღჭურვილი, რომლებითაც ის კვადროკოპტერის პრინციპით დაფრინავს. საავტომობილო რეჟიმში ის 3 ბორბალზე გადაადგილდება. მანქანის სიგრძე 3,7 მეტრია, სიმაღლე 1,5. სავარაუდოდ, ავტომობილი 2 მგზავრზეა გათვლილი. […]