ჭდე: მწყემსი

11 წლის ბიჭზე სექსის ბრალდებით 60 წლის მწყემსი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს. სავარაუდო დანაშაულის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებული მწყემსია, მსხვერპლი კი მე-5 კლასის მოსწავლე. ადგილობრივები ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად სოფლის განაპირას თამაშობდა, რა დროსაც ის 60 წლამდე ასაკის კაცმა მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა. მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. რაც შეეხება დაკავებულს, მას […]

მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

მტკვარში კასპში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, საუბარია პირზე, რომელიც პირუტყვის მწყემსვის დროს მდინარეში გასაგრილებლად შევიდა და გაუჩინარდა. მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა სოფელ მიქელწყაროსთან იპოვეს. მდინარე მტკვარში კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს და განგვიცხადეს, რომ კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია 21 მაისიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაუჩინარებული პირის […]

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

კასპში მწყემსი მდინარემ გაიტაცა

მდინარე მტკვარში 60 წლის მამაკაცს ეძებენ. უბედური შემთხვევა გუშინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მოხდა. მამაკაცი, რომელიც საქონელს მწყემსავდა, გასაგრილებლად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ოპერაციაში ჩართული არიან მყვინთავები და სპეცტექნიკა. რუსთავი 2

ნინოწმინდაში მწყემსს ხარი დაეჯახა

ნინოწმინდაში მწყემსს ხარი დაეჯახა

ნინოწმინდის მუნციპალიტეტში, დიდ ხანჩალში 52 წლის მწყემსს ხარი დაეჯახა. იგი ჯერ ახალქალაქის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს, შემდგომ კი რთული მდგომარეობის გამო თბილისში, ალდაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „ჩვენ გადავიყვანეთ თბილისში ალადაშვილის კლინიკაში, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა გულმკერდის არეში. ახალქალაქში ჩაუტარეს შესაბამისი მომსახურება და ფაქტობრივად სიცოცხლე აჩუქეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისში ჩაუტარდა კვლევები და […]

“მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვა, ტყეში მიგზავნილი იყო”

თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშებზე დიდი ფულია ნაპოვნი - ვიდეო

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული. ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ მაწევანის ტყეში განუცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ესპერიმენტი ტარდება და რომელსაც სამართალდამცველებთან ერთად მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, “მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი […]

ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

19 ოქტომბერს ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან, გარდაცვლილი კაცი იპოვეს, მას სავარაუდოდ მეხი დაეცა. მომხდარზე დაწყებულია ძიება. გარდაცვლილი, დახოცილ პირუტყვთან ერთად მესაზღვრეებმა დღის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათზე იპოვეს. “მესაზღვრეებმა სოფელ სამების მიმდებარედ, მთებში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით ორნი იყვნენ და ცხვრის ფარას მწყემსავდნენ. ერთია გარდაცვლილი, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არ არიან”, – ამბობს […]

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებულ მწყემსს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ - დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარი

ამერიკის მოქლაქეების მკვლელობა ხადას ხეობაში – ბრალდებულ მწყემსს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ბრალდება სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით წარსდგა სასამართლოს წინაშე, თუმცა დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლო პროცესზე დაკავებულმა მწყემსმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები უცხოელმა მამაკაცებმა მოკლეს და მას დედმამიშვილების მკვლელობით დაემუქრნენ.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ – დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარი

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ - დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებულმა სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია: „ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.