ჭდე: ნარკოპოლიტიკა

„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ“ – კობახიძე ნარკოპოლიტიკის კანონზე

„ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ“ - კობახიძე ნარკოპოლიტიკის კანონზე

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი – შეთანხმებისთვის საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტში მსჯელობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება: „ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ერთი თვე იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის შესაბამისად დრო ბევრი არ არის დარჩენილი თუმცა ვფიქრობ, […]

კალაძე – ”ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია”

კახა კალაძემ "სითი ინსტიტუტს" 1 ივნისამდე მისცა ვადა

– ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დასჯაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით, დავიცვათ ეს ადამიანები ნარკოტიკებისგან, – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გააკეთა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, თუმცა საერთო შეთნხმება მიღწევადია. – ნარკოპოლიტიკა რომ შესაცვლელია, მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუ რა ფორმით იქნება […]

ნანა კაკაბაძე – “ერთზე მეტი დოზისთვის სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი! არ შეიძლება ასეთი გაბრუებული მასის გაფეტიშება!”

ნანა კაკაბაძე - "ერთზე მეტი დოზისთვის სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი! არ შეიძლება ასეთი გაბრუებული მასის გაფეტიშება!”

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პასუხობს. – ქალბატონო ნანა, ბოლო პერიოდია საზოგადოების მხრიდან აქტიური განხილვის საგნად რჩება ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ზედმეტად პოპულარიზაცია მიდის ამ თემის, ნაწილი თვლის, რომ კანონი ზედმეტად მკაცრია. სად რის ოქროს შუალედი? – სად არის ოქროს შუალედი? კანონი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ბევრ ქვეყანაში ლმობიერია, არ ისჯება, თუ […]

“ბახალას” გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

"ბახალას" გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება

„ყველა ერთისთვის“ – პარლამენტთან გიორგი გიორგანაშვილის – „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი მოძრაობა “თეთრი ხმაურის” აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების […]

გია გაჩეჩილაძე: “თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს”

გია გაჩეჩილაძე: "თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს"

პარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პარლამენტი და ქვეყანა ცუდ დღეში ჩააგდო. გია გაჩეჩილაძე: – მწვანეთა პარტიის დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჯერ კიდევ 2009 წელს ერთადერთი პარტია ვიყავით ჩვენ, რომელმაც გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები სააკაშვილის ხელისუფლების ნარკობიზნესთან კავშირების შესახებ. მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ჰეროინის ტრანზიტულ […]