ჭდე: ნასა

2 თვე საწოლში გაუნძრევლად თუ იწვებით, 19.500 დოლარს გადაგიხდიან 

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

თუკი საწოლში გაუნძრევლად წოლა თქვენი ჰობია, NASA მზადაა, 19.500 დოლარი გადაგიხადოთ, რათა 60 დღის განმავლობაში, 24 საათის მანძილზე იწვეთ. რატომ იხდის ნასა ამაში? ეს კვლევები კოსმოსური სააგენტოს მკვლევრებს ეხმარება, დაინახონ ის ცვლილებები, რასაც ასტრონავტის სხეული განიცდის კოსმოსური ფრენისას უწონადობის გამო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. შესარჩევი კომიტეტი ეძებს მონაწილეებს, რომლებიც ფლობენ ნამდვილი ასტრონავტის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თვისებებს. […]

 დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება

 დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს. NASA-ში აცხადებენ, რომ ასტეროიდის 138971 (2001 CB21) დიამეტრი დაახლოებით 1,3 კილომეტრია და ის ეიფელის კოშკზე ოთხჯერ მაღალია. სავარაუდოდ, ასტეროიდი, რომელიც 43000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, დედამიწას 4 მარტს მოუახლოვდება. იმედინიუსი

9 წლის ქაიან ბელქანია ნასაში მიჰყავთ

9 წლის ქაიან ბელქანია ნასაში მიჰყავთ

9 წლის ქაიან ბელქანიას ახლობელი ირაკლი ძიძარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქაიანს ამერიკა ელოდება. „ამერიკიდან სპეციალურად ქაიანისთვის ჩამოფრინდა ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ალექსანდრე ჯონსონის სახელითაა ცნობილი. ის დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ნასა-ში ჩაიყვანს. ჯერ კი აქ წალენჯიხაში ხელს შეუწყობს ფინანსურად, რომ ბიჭუნა ინგლისურში მოემზადოს. „უამრავი წიგნი ჩამოუტანა იმ ამერიკელმა ალექსანდრემ და ბედნიერია. ინგლისური კარგად იცოდა და მერე ცოტა დაავიწყდა იმ ამერიკელმა […]

NASA-მ იუპიტერის დიდ წითელ ლაქას ახალი ფოტო გადაუღო

NASA-მ იუპიტერის დიდ წითელ ლაქას ახალი ფოტო გადაუღო

NASA-მ პლანეტა იუპიტერის დიდი წითელი ლაქის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო კოსმოსურმა სადგურმა Juno (Jupiter Polar Orbiter)-მ გაზის გიგანტისგან 49-ათასკილომეტრი დაშორებით გადაიღო. კოსმოსური აპარატი იუპიტერს თავისი მისიის ფარგლებში უკვე მეთორმეტეჯერ მიუახლოვდა. დიდი წითელი ლაქა – მუდმივი ანტიციკლონური შტორმი პლანეტა იუპიტერზე. ბოლო 187 წლის განმავლობაში, მუდმივი დაკვირვების ქვეშაა.

ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებას დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა შეეძლო – სიშორემ გვიშველა

ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებას დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა შეეძლო - სიშორემ გვიშველა

ორი უზარმაზარი ნეიტრონული ვარსკვლავის აფეთქებას დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობა შეეძლო გამოეწვია. ამის შესახებ NASA-ს სპეციალისტები ამბობენ.  მეცნიერების თქმით, დედამიწა განადგურებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ეს ვარსკვლავები სხვა გალაქტიკაში არსებობდნენ, რომლის სახელწოდებაცაა NGC 4993 და ის ჩვენგან 130 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. დაჯახებისას წარმოქმნილმა სინათლემ ჩვენ კოსმოსამდე ახლახანს მოაღწია და სპეციალისტები მას Fermi Gamma Ray-ის ტელესკოპით აკვირდებოდნენ. იმედინიუსი

NASA არამიწიერ სიცოცხლეს ეძებს

NASA არამიწიერ სიცოცხლეს ეძებს

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ხვალისთვის მზის სისტემის წყლიან სამყაროებში ახალი აღმოჩენების შესახებ პრესკონფერენცია დააანონსა. ნასას ცნობით, პრესკონფერენცია 13 აპირლს, აშშ-ის დროით 14:00 საათზე დაიწყება და სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩანიშნული პრესკონფერენციის შესახებ, ნასა მხოლოდ იმას ამხელს, ახალი აღმოჩენები ინფორმაციას მოგვაწვდის ოკეანეების მქონე სამყაროების სამომავლო კვლევების შესახებ, მათ შორის […]