ჭდე: ნატო

თურქეთი მხარს უჭერს ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლას

თურქეთი მხარს უჭერს ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლას

თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ აღნიშნა, რომ გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს “ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გაწევაზე” მადრიდში ნატოს სამიტზე შეხვედრის შემდეგ. „ნატოში ჩვენი გაწევრიანების კონკრეტულ ნაბიჯებზე ნატოს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის […]

უკრაინა ნატოზე დროებით უარს ამბობს

ნატო - "ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამის შესახებ მან Financial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯოვკვას განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობა შეუძლებელია. „ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჟოვკვამ. მისივე განმარტებით, უკრაინა ელის, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მისაღებ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის, […]

შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტა

შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტა

შვედეთმა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. „ნატოს ინფორმირებას მოვახდენთ, რომ ალიანსის წევრობა გვსურს. შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ახლავს თან“,- განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა. პარლამენტარებისთვის მიმართვაში, ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში ისტორიული ცვლილება უწოდა. ანდერსონმა დასძინა, რომ შვედეთი მოქმედებდა ფინეთთან ერთად, რომლის მთავრობამ კვირას გამოაცხადა, რომ შეეცდებოდა […]

სალომე ზურაბიშვილი – “იქნება საქართველო შემდეგი? იმედია, ეს აღარ განმეორდება”

„არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება“ - ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

იქნება თუ არა საქართველო შემდეგი? ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც წამყვანმა მას ჰკითხა, შიშობს თუ არა საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ” და მნშინველოვანია “მსოფლიომ […]

მარჩინ პშიდაჩი – “რუსეთის დარტყმა ნატოსთვის გზავნილია”

მარჩინ პშიდაჩი - "რუსეთის დარტყმა ნატოსთვის გზავნილია"

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარჩინ პშიდაჩის განცხადებით, რუსების სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს შეშინების მცდელობაა. მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი “ძალიან პროვოკაციული“ იყო. – მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ, რას ურტყამდნენ და სურდათ დამუქრებოდნენ ნატოს. მათ სურდათ ნატო-სთვის მუქარის მესიჯი […]

ზელენსკი – “განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს ვაშენებდით?!”

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა"

“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. დავიცავთ ქვეყანას და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. მადლობა გმირებს” –  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. “დიადი ქვეყნის დიადი ერი! ქვეყნის ძლიერება, ერის ძლიერება, ერი სრული მორალური ლიდერობით. ჩვენ უკვე გავუძელით 9-დღიან ომს, ბოროტების 9 დღეს. ეს სამჯერ უფრო მეტია იმაზე, ვიდრე მტერს გათვლილი ჰქონდა. შემოჭრას ვუპასუხეთ ისე, როგორც ვიცით, დავიცავით უსაფრთხოება, ვუპასუხეთ […]

ერდოღანი – “ნატომ უკრაინას უფრო მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი”

ერდოღანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თურ­ქეთ­მა კვლავ ღიად გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბი­სად­მი და პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანმა ნა­ტოს ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯი გა­დად­გან უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად. მან და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა და და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მტკი­ცე პო­ზი­ცია ამ დრომ­დე არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ. ერ­დო­ღა­ნი, დღე­ვან­დელ გა­მოს­ვლა­ში ამ­ბობს, რომ იმე­დოვ­ნებს, პა­რას­კე­ვის ნა­ტოს სა­მიტ­ზე უფრო მტკი­ცე მიდ­გო­მას აირ­ჩევს ალი­ან­სი: “ეს არ უნდა […]

ნატოში დღეს საგანგებო სხდომა დაინიშნა

ნატო - "ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს"

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. სხდომა პარასკევს, კიევის დროით 16:00 საათზე იქნება. ცნობისთვის, ამ წუთებში უკრაინაში ისევ დაძაბული სიტუაციაა, აფეთქებების და შეტაკებების ხმა არაერთ ქალაქში ისმის. გამთენიისას დედაქალაქ კიევზე რუსებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს […]

ლავროვი – “ნატოს პასუხზე გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს”

ლავროვი - "მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე წერილობითი პასუხები წარადგინეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ ჩვენ მოვახსენებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ლავროვმა. მან ხაზი […]

ბლინკენი – “ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება”

აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდება

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს წერილობითი პასუხი გასცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შეკავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა პირადად მიაწოდა. როგორც ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადა, წერილობითი დოკუმენტი ხაზს უსვამს სფეროებს, სადაც აშშ-მა განაცხადა, რომ ხედავს რუსეთთან პროგრესის პოტენციალს […]