ჭდე: ნენსკრა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა – მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა - მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა. შედეგად დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. წყლის დონის მომატების შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ხელოვნური კუნძული, რაც არღვევს მდინარის ჩვეულ კალაპოტს. ასევე წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელთა დიდი ნაწილიც დაგროვილია იმ ადგილას, სადაც მდინარე გაედინება. შესაბამისად, ის წყლის დინებას ხელს უშლის. ადიდებულმა მდინარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა. საგანგებო […]

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ – რა ხდება სვანეთში

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ - რა ხდება სვანეთში

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ადიდებულ ნენსკრაზე გადასვლა და იმ ტერიტორიის გადაღება შეძლო, სადაც ხალხი შველას ითხოვს. ნენსკრას ხეობაში ოკრილას შენაკადთან მთა ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ამის შემდეგ წყალმა სწრაფად დაიწყო დაგუბება, პარალელურად, მდინარემ კალაპოტი იცვალა. ადიდებულმა მდინარემ სვანეთში სახლები წაიღო, დანგრეულია ხიდები, განადგურებულია ხის საამქროები, ეძებენ და ვეღარ პოულობენ ავტომობილებს. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია. არსებობს საშიშროება, რომ სტიქია […]

“ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა” – ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

"ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა" - ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

სვანეთში სტიქია მძვინვარებს – ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს. ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა რამდენიმე […]