ამერიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილს შტორმმა გადაუარა. პარალელურად მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა, შედეგად ნიაგარას ჩანჩქერი ნაწილობრივ გაიყინა. მიუხედავად ამისა ის ტურისტებისთვის მაინც მთავარ სანახაობად რჩება. ზამთრის შთამბეჭდავი ხედების სანახავად დამთვალიერებლები 25 გრადუსიან ყინვაში, გაყინულ ჩანჩქერთან საათობით რჩებიან. ციკლონმა ამერიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ შტატებს კანადიდან გადაუარა და ამ დროისთვის ისევ ჩრდილოეთისკენ მიემართება. რუსთავი 2
ჭდე: ნიაგარის ჩანჩქერი
გიორგი ნიკოლაიშვილი – ნიაგარის ჩანჩქერი ანუ წყლის გრგვინვა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა: ”ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. ნიაგარა აბორიგენების ენაზე “წყლის გრგვინვას” ნიშნავს. იგი […]