ჭდე: ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია – „აღარ გეტყვით გამარჯობას… აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი”, „პოსტ ტვ”, „ალტ ინფო” და სხვები, მედიად“

ნინო ლომჯარია - "შოკში ვარ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს: „ჩემი დიდი პაპა, ბებიის მამა, ხევსური გიორგი ჭინჭარაული ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა. ის მოკლეს, თუმცა, საფლავიც კი არ ვიცით მისი. ბებიამ მხოლოდ მაშინ გაამხილა ეს ამბავი შვილებთან, როდესაც ტელევიზორში გაიგო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად გამოცხადდაო. მეგონა ცუდი მამა მყავდაო, რადგან მთელი ცხოვრება აგენტის, არამზადის და ბანდიტის შვილს მეძახდნენო. დედას ცხენზე თოკით […]

ნინო ლომჯარია – „საქართველოს პუტინის რუსეთზე მიყიდვის კანონპროექტს უნდათ, კენჭი უყარონ“

ნინო ლომჯარია - „საქართველოს პუტინის რუსეთზე მიყიდვის კანონპროექტს უნდათ, კენჭი უყარონ“

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში რუსული კანონპროექტის მიღების პროცესს  ეხმიანება. “საქართველოს პუტინის რუსეთზე მიყიდვის კანონპროექტს უნდათ რომ უყარონ დღეს კენჭი პარლამენტში. იმ შენობაში, რომელიც საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ დაღუპულ იუნკერთა საფლავებზე დგას.”

„დასტურდება პოლიტიკური მოტივი“ – ომბუდსმენის დასკვნა ნიკა გვარამიას საქმეზე

ნინო ლომჯარია - "შოკში ვარ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

სახალხო დამცველის შეფასებით ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება – ომბუდსმენმა სააპელაციო განაჩენის შესწავლა დაასრულა და დასკვნას ასაჯაროებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი – ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით. ომბუდსმენის აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებები, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ […]

ნინო ლომჯარიას პირადი ცხოვრების დეტალები 

ნინო ლომჯარია - "შოკში ვარ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სამუშაო პოზიციაზე ბოლო წელი აქვს. ქართული საზოგადოება ახალ სახალხო დამცველს ელოდება. მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიონ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნინო ლომჯარია ახერხებს, რომ პირად ცხოვრებასაც მიხედოს, თუმცა ამაში დიდი წილი მის მეუღლეს და ოჯახსაც მიუძღვის. ერთ-ერთ გადაცემაში სახალხო დამცველი საკუთარი ოჯახის და იმ ხელშეწყობის შესახებ საუბრობს, რომელიც […]

„არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული“ – ნინო ლომჯარია სააკაშვილზე

ნინო ლომჯარია - "ციხეში მაყურებლები საკნებში თავისუფლად გადაადგილდებიან, აგროვებენ ფულს..."

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, არ აქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გამორიცხულია, მაგრამ თუ ექსპერტებისგან ალტერნატიული დასკვნა გაკეთდება, შესაძლოა, რეკომენდაცია შეცვალოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ წუთას არ მაქვს მტკიცებულება, რომ საქართველოში მისი მკურნალობა არის გამორიცხული. ასეთი რამ ჩემს კონსილიუმს არ უთქვამს. მე ვეყრდნობი სამედიცინო მოსაზრებებს. თუ იქნება ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა, […]

ნინო ლომჯარია – “კი არაფერი, მაგრამ მაინც გიხარია…”

ნინო ლომჯარია - "იესო ქრისტეს სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა, დღეს რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან... არაფერი შეცვლილა"

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “ევროპელი ომბუდსმენების საერთაშორისო კონფერენციაზე გამომსვლელმა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ თავისი მოხსენებაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ისლანდიის წინააღმდეგ განხილულ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ე.წ.”სასამართლო მეგობრის” მოსაზრებებას, როგორც საუკეთესო და მისაბაძ პრაქტიკას. Gio Burjanadze Tamuna Abazadze კი არაფერი, მაგრამ მაინც გიხარია :)))”

ნინო ლომჯარია – “უკრაინაში ჩემი ვიზიტი მონახაზის დონეზე განიხილება”

ნინო ლომჯარია - "პროკურატურას ნიკა მელიას გამოშვება დღესვე შეუძლია"

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ. წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!”

ნინო ლომჯარია – “ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ჩემ პოზიციას არ გამოხატავს”

ნინო ლომჯარია ამნისტიის კანონპროექტებს მხარს უჭერს

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის! ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”

ნინო ლომჯარია – “ეუთო/ოდირი მოითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორთან საკანონმდებლო ცვლილებები შეჩერდეს”

ნინო ლომჯარია ამნისტიის კანონპროექტებს მხარს უჭერს

ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, […]

“მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას” – ნინო ლომჯარია სტრასბურში გაემგზავრა

ნინო ლომჯარია ამნისტიის კანონპროექტებს მხარს უჭერს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილის საქმე, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა და სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება მაღალი რანგის შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება. ომბუდსმენი შეხვედრებს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სტრასბურის სასამართლოს პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისართან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს. “ვიზიტის მიზანია, რომ სტრასბურის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების […]