ჭდე: ნინო წილოსანი

„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს“

„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს“

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს: „ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს. მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს , რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?! უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი“

ნინო წილოსანის გამდიდრების ახალი სქემა – სადგურის მოედნზე 50-მდე კორპუსის მშენებლობა იგეგმება

ნინო წილოსანის გამდიდრების ახალი სქემა - სადგურის მოედნზე 50-მდე კორპუსის მშენებლობა იგეგმება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური მრავალფუმქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ. ოპოზიცია ამბობს, რომ ტერიტორია, რომელზეც კომპლექსი აშენდება, „ქართული ოცნების” დეპუტატ, ნინო წილოსანის მამას ეკუთვნის, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც პროექტის დამკვეთია, ნინო წილოსანის დედაა. პროექტის დამკვეთი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი, ირაკლი რუხაძე. საუბარია ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე […]

ნინო წილოსანი –  „ოკუპაციის გარდა, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან“

2019 წელს ნინო წილოსანს მშობელმა 150 ათასი ლარი აჩუქა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი დროების ჟურნალისტის კითხვას, ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, ვიგინდარა, სამარცხვინო არსება პუტინის მისამართით თქვეს, ასე პასუხობს: “მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად […]

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო

ნინო წილოსანმა ფეისბუქში დაწერა, რომ შოთა დიღმელაშვილს სასამართლო მოუგო: „დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ომის პარტიის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ წარმომადგენელ შოთა დიღმელაშვილს მოვუგე სასამართლო დავა, სადაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წელს ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მოკლედ რომ მოგიყვეთ, რა მოხდა: 2019 წლის აგვისტოში პირდაპირ ჩართვაში შოთა დიღმელაშვილმა ბრალი დამდო ე.წ. „კრიშობაში“, რაც […]

“ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე?” – ნინო წილოსანი

"ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე?" - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანმა ფეისბუქში დაწერა: “ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე? რატომ გახდა ეს ამბავი და ფოტო ყოველგვარი ამაზრზენი კომენტარების საფუძველი? ამას ჩასაფრება არ ქვია, არც მხოლოდ მანიპულაცია, არაჰუმანურობის და ბოროტების გამოვლინებაა, თან აშკარა!” ასეთ მდგომარეობაში ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას უსმენდა.

ნინო წილოსანი – “ჩემი პირადი პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დატოვება”

2019 წელს ნინო წილოსანს მშობელმა 150 ათასი ლარი აჩუქა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში „ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა“ და მისი პირადი პოზიცია ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა იქნება. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, ის მაინც გუნდის საერთო პოზიციას დაეთანხმება, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. „კანონმდებლობა და რეგლამენტი მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ […]

ნიკა გვარამია – “ნინო წილოსანიც მიყვარს და მამამისიც, მაგრამ ის უკვე ის ნინო აღარ არის…”

"ჩემ წინააღმდეგ ტერაქტია დაგეგმილი" - ნიკა გვარამიამ სუსი დატოვა

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “საჯაროდ არასდროს არაფერი დამიწერია ნინო წილოსანზე. არ დავმალავ, დიდი ხანია ვიცნობ, ადამიანურად მიყვარს ისიც და მისი მამა, ბატონი ბადრი – ძალიან კარგი ადამიანი. თუ რამე არ მომწონებია, პირადად მიმიწერია (საკმაოდ ხშირად). ბოლო პერიოდში, კომუნიკაცია შევწყვიტე, რადგან უთვალავი სამარცხვინო განცხადებების კეთება დაიწყო და, სამწუხაროდ, მკაფიოდ ჩამოიყალიბა საზოგადოებაში აბუჩად ასაგდები უსინდისოს და სულელის […]

ნინო წილოსანი – “ელენე ხოშტარიას შიმშილობა არის შანტაჟი”

2019 წელს ნინო წილოსანს მშობელმა 150 ათასი ლარი აჩუქა

ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოთხოვნას, რომელსაც ის აყენებს, არავინ იზიარებს. “ნუ აპელირებთ იმით, რომ რომელიმე პროცესში ქალი მონაწილეობს და ეს აპრიორი შეიძლება რაიმეს ამართლებდეს. ჩემი სოლიდარობა ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც არის ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, არის უცვლელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ […]

ნინო წილოსანი ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს, გაშორდა – “მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს”

ნინო წილოსანი ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს, გაშორდა - "მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს"

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ნინო წილოსანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მეუღლეს, ვლადიმერ აბულაძეს, დაშორდა. – 19 წელი ძალიან ადრეა ოჯახის შესაქმნელად და ჩემს შვილებსაც შესაბამის აგიტაციას ვუწევ. ჯერ პიროვნულად უნდა განვითარდნენ, პრიორიტეტები ჩამოიყალიბონ და შემდეგ იფიქრონ ოჯახზე. გული მწყდება, რომ მე ვერ მოვახერხე ამ გზის გავლა. მაგრამ მეორე მხარეც არსებობს, როცა ბედისწერა გახვედრებს ადამიანს, რომელთან […]

„საჯარო მოხელეობა დიდი ტვირთია, მესმის მისი“ – წილოსანი მაჭავარიანის გადადგომაზე

წილოსანი - "მთხოვეს, გახარიას გადაეცი, არ წავიდესო"

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი, ვანო მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრობიდან გადადგომას ეხმაურება: “ჰქონდა რამდენჯერმე ეს მოსაზრება, თუმცა ესე გადაწყვეტილი არ იყო. შეიძლება ქვეყანაში მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე გადადო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ საჯარო მოხელეობა აღარ უნდოდა. ძალიან დიდი ტვირთი ჰქონდა და ალბათ აქედან გამომდინარე ჰქონდა სურვილი. ვანო მაჭავარიანის უშუალო მონაწილეობით იქნა დახმარება მიღებული, ყველაზე საჭირო დროს. მე […]