ჭდე: ნიუ იორკი

კანადაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო ნიუ-იორკი კვამლშია გახვეული 

კანადაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო ნიუ-იორკი კვამლშია გახვეული 

კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძარი – ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა  მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნიუ-იორკში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. “ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის […]

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლა იყო – დაჭრილია 13 ადამიანი

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლა იყო - დაჭრილია 13 ადამიანი

ნიუ-იორკის 36-ე ქუჩის მეტროსადგურში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით დაჭრილია სულ ცოტა 13 ადამიანი. ბრუკლინში ეს ტერიტორია „სანსეტ პარკის“ რაიონად არის ცნობილი. მეტროსადგურში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ამერიკის ხმა

ნათია ფანჯიკიძე – “უკანასკნელი მკვლელობა 5 წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე…”

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის ყავს ებრაელი მეგობარი, უამრავი ანეკდოტი იცის, განსაკუთრებით ებრაელებზე..."

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “უკანასკნელი მკვლელობა ხუთი წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე, ავტობუსისხელა ტარაკანა მოვკალი, რომელმაც ჩემი ტერიტორიული მთლიანობა უხეშად დაარღვია. ძრწოლამ რომ გადამიარა და დავხედე, უსულოდ როგორ ეგდო ახოვანი, წარმოსადეგი, ცრემლით დავიტირე.. რაღა უნდა მექნა, ვერ გავაცოცხლებდი. ფეხებში ხელი მოვკიდე, გვამი გადავათრიე და დავიფიცე, რომ აღარასდროს ჩავიდენდი მკვლელობას, რასაც აქამდე პირნათლად ვასრულებდი. ახლა კი […]

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება

ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება

ნიუ იორკში აშენებულ ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ საკითხს ქალაქის საკრებულო განიხილავს. პროექტის მიხედვით, საწყის ეტაპზე, ბუნებრივი აირის შეყვანა 7-სართულიან შენობებში 2023 წლამდე სრულად აიკრძალება, 2027 წლიდან კი გაზს ვერც მაღალსართულიან შენობებში გამოიყენებენ. გამოცემის ცნობით, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწევს. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, […]

ნიუ იორკის ახალი მერი ერიკ ადამსი გახდა

ნიუ იორკის ახალი მერი ერიკ ადამსი გახდა

ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა, ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა ერიკ ადამსმა გაიმარჯვა. ადამსი, რომელმაც რესპუბლიკელი მეტოქე კერტის სლივა იოლად დაამარცხა, ნიუ-იორკის მეორე აფრო-ამერიკელი მერი იქნება. 61 წლის ადამსი მერის პოსტს ოფიციალურად იანვარში, დემოკრატ ბილ დე ბლაზიოსგან გადაიბარებს, რომელიც 8 წელია, ნიუ იორკის მერია და თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. იპნ

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ნიუ-იორკის მერია ავრცელებს. თანხის მისაღებად საჭიროა სპეციალიზირებულ საიტზე რეგისტრაციის გავლა. „გაიკეთეთ პირველი დოზა, გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ 100 დოლარი. მარტივია“, – ნათქვამია განცხადებაში. იმედინიუსი

ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ნიუ იორკის პოლიცია შავებში ჩაცმულ თერთკანიან მამაკაცს ეძებს

ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ნიუ იორკის პოლიცია შავებში ჩაცმულ თერთკანიან მამაკაცს ეძებს

ნიუ იორკში, ბრუკ­ლინ­ში 18 წლის ჯაბა ადამიას და მისი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “ჯაბა ადა­მი­ას კვი­რას,  სა­ღა­მოს 5:30 სა­ათ­ზე, E. 21-ე სტრიტზე, ქვენტინ როუდის გვერდით და­ესხნენ თავს და დანით ჭრილობები მიაყენეს. ეს მოხდა შიპშედ ბეიზე მდებარე მისი სახლიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით”, – ამ­ბო­ბენ ნიუ იორკის პოლიციაში. პო­ლი­ცია ეძებს მთლიანად შავებში ჩაცმულ თეთრკა­ნი­ან […]

ნიუ იორკში 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლები დაიხურება

ნიუ იორკში 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლები დაიხურება

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 19 ნოემბრიდან ქალაქში საჯარო სკოლები დაიხურება. „ქალაქ ნიუ-იორკში ტესტირების დადებითმა მაჩვენებელმა 3%-ს მიაღწია. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ პრევენციის მიზნით, 19 ნოემბრიდან საჯარო სკოლების შენობები დაიხურება. კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

“ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც კი დღემდე ვიცნობ…” – ნიუ იორკში კატო გოგილაშვილი გარდაიცვალა

"ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც კი დღემდე ვიცნობ..." - ნიუ იორკში კატო გოგილაშვილი გარდაიცვალა

ნიუ იორკში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი კატო გოგილაშვილი. ამის შესახებ ფეისბუქში მაკა მაკენზი კივილაძემ დაწერა: “ნიუ-იორკის ქართულ ემიგრაციას გამოაკლდა სიკეთით, სიხალისით, ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვით გამორჩეული ადამიანი. საუკეთესო დედა, და, შვილი, დეიდა, მეგობარი… ეკატერინე (კატო) გოგილაშვილი. ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც კი დაბადებიდან დღემდე ვიცნობ იმიერ სამყაროში გადაინაცვლა და ამიერში უდიდესი სიცარიელე დაგვიტოვა. ბედნიერი გზა უსასრულობაში, ჩემო საყვარელო […]