ჭდე: ნუცუბიძე

ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

“კურიერმა” ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს. სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. “კურიერი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა.

17 წლის ბიჭს ნუცუბიძეზე ჯგუფურად გაუსწორდნენ

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველი ამბობს,  რომ 17 წლის ბიჭს ჯგუფურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. მისი თქმით, პოლიცია ადგილზე მალე მივიდა, სასწრაფომ კი დაიგვიანა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ნუცუბიძის პლატოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

ნუცუბიძის პლატოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი უკვე კლინიკაში გადაიყვანეს. უცნობია დაპირისპირების მიზეზი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნუცუბიძეზე მანქანა დაიწვა

ნუცუბიძეზე მანქანა დაიწვა

გვიან ღამით ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. სავარაუდოდ, ავტომანქანას ცეცხლი გაუმართაობის გამო მოეკიდა. მთავარი

ნუცუბიძეზე 35 წლის მამაკაცი დაიჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, როდესაც იარაღი გაუვარდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ხანძარი ნუცუბიძეზე – იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული

ხანძარი ნუცუბიძეზე - იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული

თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში ხანძარია. არსებული ინფორმაციით იწვის საცხოვრებელი სახლლი ორი სართული, ცეცხლი დაახლოებით 150 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ და მიმდინარეობს ცეცხლის დაქრობითი სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.