ჭდე: ნუცუბიძის პლატო

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ხანდაზმული ქალი, რომელიც, ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე

 აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე

გამთენიისას ნუცუბიძის პლატოზე, მშენებლობაზე, ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მშენებლობაზე რაღაც აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ნუცუბიძეზე 12 წლის ბავშვი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნუცუბიძის პლატოზე, კაფე ვერდესთან, გაზგასამართი სადგური აფეთქდა

ნუცუბიძის პლატოზე, კაფე ვერდესთან, გაზგასამართი სადგური აფეთქდა

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

თბილისში ნუცუბიძეზე მე-9 სართულიდან 53 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან 53 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი მშენებარე კორპუსში მუშა იყო. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის […]

ნუცუბიძის პლატოზე 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს

ნუცუბიძის პლატოზე 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს

80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვნეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ფერდობზე, კერძოდ მეორე პლატოზე მოხდა. მოხუცებული ქალბატონი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა  და მეზობლებმა გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ მოხუცებული მარტო ცხოვრობდა. მისი ბინიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაური სუნი გამოდიოდა. მოგვიანებით, სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მეზობლები მოხუცებულის შვილებს დაუკავშირდნენ და საეჭვო გარემოების შესახებ აცნობეს. ამავდროულად, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ბინის კარის შემტვრევის შემდეგ 80 წლამდე ქალი მიცვალებული აღმოაჩინეს. ის თითქმის 14 დღის გარდაცვლილი იყო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, “ლიბერთი” ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, "ლიბერთი" ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

“ლიბერთი” ბანკის ფილიალზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ფილიალი დააყაჩაღეს. ჟღენტის ქუჩაზე ყაჩაღობა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ლიბერთი ბანკიდან თანხის წაღება სცადეს.  ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ  რა რაოდენობის თანხაა წაღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები. ადგილზე მობილიზებული […]